დავითაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გ. მ. დავითაშვილი.
გ. მ. დ ა ვ ი თ ა შ ვ ი ლ ი. ანზორი, ს. შანშიაშვილის "ანზორი".

გიორგი მიხეილის ძე [15(27). II. 1893, ბათუმი, – 4. VII. 1966, თბილისი], მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1934). დაამთავრა ბათუმის გიმნაზია (1913) და პეტერბ. ა. პეტროვსკის სასცენო ხელოვნ. სკოლა (1915). 1915–20 დავიდოვის გვარით გამოდიოდა რუს. სცენაზე (ტაგანროგი, მოსკოვი, ორიოლი, ბაქო, ბათუმი). შეასრულა როლები: რასკოლნიკოვი ("დანაშაული და სასჯელი" თ. დოსტოევსკის მიხედვით), ჟადოვი (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), არმანი (ა. დიუმას "ქალი კამელიებით"), ნაპოლეონი (ვ. სარდუს "მადამ სან-ჟენი") და სხვ. 1920-იდან ქართ. დრამ. თეატრის (ამჟამად შოთა რუსთაველის სახ. თეატრი) სცენაზე შეასრულა 100-მდე როლი. მ. შ. აღსანიშნავია: ფრონდოსო (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), ჰამლეტი (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), ანზორი და ონისე (ს. შანშიაშვილის "ანზორი" და "ხევისბერი გოჩა"), პლატონ კრეჩეტი და ბოგდან ხმელნიცკი (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი" და "ბოგდან ხმელნიცკი"), ფრანც მოორი (ფ. შილერის "ყაჩაღები"), ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ოთარ-ბეგი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), პროფესორი მამლოკი (კ. ვოლფის "პროფესორი მამლოკი"), გენერალი ბრუსილოვი (ი. სელვინსკის "გენერალი ბრუსილოვი"), ბორის გოდუნოვი (ვ. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე", სსრკ სახელმწ. პრემია, 1946), ფონ შტუბე (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო") და სხვ. 1921-იდან იღებდნენ კინოში. როლები: ციხის მწერალი ("არსენა ჯორჯიაშვილი", 1921), ონისე ("მოძღვარი", 1922), გრუშნიცკი ("თავადის ასული მერი", 1927), კათოლიკოსი ("გიორგი სააკაძე", 1942–43), სულხან-საბა ორბელიანი ("დავით გურამიშვილი", 1946) და სხვ. დ. გამოირჩეოდა სცენური კულტურით, ხავერდოვანი ხმითა და ძლიერი ტემპერამენტით. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ა.გვენცაძე.




სარჩევი

დავითაშვილი გულბაათ ივანეს ძე

გ. ი. დავითაშვილი.

(29. VII. 1902, ქუთაისი, – 3. II. 1982, თბილისი), ბალეტის სოლისტი, ბალეტმაისტერი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1960). 1919–22 სწავლობდა თბილ. კონსერვატორიაში. საბალეტო ხელოვნებას ეუფლებოდა ბერლინში (1922–24 ე. ნიკოლაევთან), პარიზში (1926–31 ო. პრეობრაჟენსკაიასთან). უცხოეთში ყოფნისას მოცეკვავედ და ბალეტმაისტერად მუშაობდა მონტე-კარლოს, "გრანდ ოპერისა" და ევრ. სხვადასხვა თეატრებსა და დასებში. როლები: მაკნატუნა (პ. ჩაიკოვსკის "მაკნატუნა"), მოცეკვავე (მ. რაველის "ბოლერო", ნ. რიმსკი-კორსაკოვის "ესპანური კაპრიჩიო") და სხვ. 1954–55 ტაჯიკეთის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთ. ბალეტმაისტერი იყო. იქვე დადგა ყარა ყარაევის "შვიდი მზეთუნახავი" (1954); ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის მცირე თეატრში – მ. რაველის "ბოლერო", "ვალსი", "დაფნისი და ქლოე" (1959); თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში – ი. მოროზოვის "ექიმი აიბოლიტი" (1949), პ. სოგეს "მოხეტიალე კომედიანტები" (1968), ყარა ყარაევის "ჭექაქუხილის ბილიკით" (1972) და სხვ. ცეკვები დადგა აგრეთვე კინოფილმებში "მამლუქი", "ბაშიაჩუკი", "ფიროსმანი". ა.ჩხეიძე.






დავითაშვილი ზურაბ ვახტანგის ძე

(დ. 24. VII. 1953, თელავი), პოლიტოლოგი, გეოგრაფი. პოლიტ. მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2004). დაამ- თავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი სოც.-ეკონ. გეოგრაფიის სპეციალობით (1976). სხვადასხვა პერიოდში სწავლობდა და მოღვაწეობდა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის, რაბატის (მაროკო), ჯონზ ჰოპკინზის და ტაფტის (აშშ) უნ-ტებში. 1979- იდან მუშაობს თსუ-ში. იყო საერ- თაშ. ურთიერთობების კათედრის გამგე (1996–2005). 2005-იდან არის სოც.-პოლიტ. მეცნიერებათა ფაკ-ტის საერთაშ. ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი და უნ-ტის აკადემიური საბჭოს წევრი. 1987–2004 პარალელურად მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ეროვნ. ურთიერთობების კვლევების ცენტრის ეთნოსოციოლოგიის განყ-ბის გამგედ (1991–96) და პოლიტოლოგიის ინ-ტის გეოპოლიტიკის განყ-ბის ხელმძღვანელად (2000–04). იყო საქართვ. პარლამენტის წევრი (2004–08).

დ-ის შრომები ეხება საერთაშ. ურთიერთობების თეორიის, გეოპოლიტიკის, გლობალიზაციის, ნაციონალიზმის, ეთნ. გეოგრაფიისა და ეთნოსოციოლოგიის პრობლემებს. არის რამდენიმე საუნივერსიტეტო და სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი.




დავითაშვილი თეიმურაზ პავლეს ძე

(დ. 16. II. 1949, სოფ. სიონი, ახლანდ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი), ფიზიკოსი. ფიზიკამათ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2001). დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი (1972). 1974–96 მუშაობდა თსუის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტში, 1994–2006 – თბილ. ი. ჯავახიშვილის სახ. სახელმწ. უნ-ტში. 2007-იდან ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის თანამშრომელია. კვლევის თემაა: ატმოსფეროს ფიზიკის ამოცანების რიცხვითი მოდელირება.




დავითაშვილი იოსებ სიმონის ძე

ი. დავითაშვილი.

[1(13). VII. 1850, სოფ. გარდატენი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 13 (25). III. 1887, თელავი], პოეტი. ლექსების პირველი კრებ. "სტვირი" გამოქვეყნდა 1880. დ-ის პატრ. ლირიკა ("წუთისოფელში ცხოვრება", "ახალ მოლექსეს", "მოხუცის სინანული") "თერგდალეულთა" ზეგავლენას განიცდიდა. სიმღერად იქცა პოეტის ზოგიერთი ლექსი ("სამშობლო"). დ-ის ლექსების ცოცხალი სასაუბრო მეტყველება, გულწრფელობა და უშუალობა ("მუშის სიმღერა", "გლეხი და თავადი", "ბედის წყარო", "თუნდ ვკვდებოდე") პოეტის შემოქმედებას ხალხურ პოეზიასთან აახლოებს. დ-ს დიდად აფასებდნენ ილია და აკაკი. თხზ. : თხზულებათა სრული კრებული, თბ., 1951. ლიტ .: ზ ა ნ დ უ კ ე ლ ი მ., ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 3, თბ., 1955; კ ო ტ ე ტ ი შ ვ ი ლ ი ვ., რჩეული წერილები, წგ. 1 – ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), თბ., 1965; ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე ი., თხზ. სრ. კრ. ათ ტომად, პ. ინგოროყვას რედ., ტ. 3, თბ., 1953. ლ.მინაშვილი.






დავითაშვილი ლეო შიოს ძე

ლ. დავითაშვილი.

(25. V. 1895, თბილისი, – 3. IX. 1977, იქვე), პალეობიოლოგ-ევოლუციონისტი, გეოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1944). გეოლ.-მინერალოგიის მეცნ. დოქტორი (1935), პროფესორი (1936), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1925 დაამთავრა მოსკ. უნ-ტის ფიზიკამათ. ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბა. 1926–50 მუშაობდა მოსკ. და თბილ. სამეცნ.-კვლ. დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. 1951 საქართვ. მეცნ აკად. პრეზიდიუმთან დააარსა პალეობიოლ. სექტორი, რ-საც ხელმძღვანელობდა (1951–58). 1958–77 მუშაობდა პალეობიოლ. ინ-ტის დირექტორად. მისი ნაშრომები ეხება პალეონტოლ. და მესამეული პერიოდის სტრატიგრაფიის საკითხებსა და ბიოლ. ძირითად თეორ. პრობლემებს. აღმ. საქართველოში გამოყო საყარაულოსა და კოწახურის ჰორიზონტები, რ-ებიც საბჭ. კავშირის ნეოგენური სისტემის რეგიონულ სართულებადაა მიჩნეული. დიდი ღვაწლი მიუძღვის ევოლ. მოძღვრების ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების შესწავლაში, როგორიცაა ევოლ. პროგრესი, სქესობრივი გადარჩევა, სახეობათა ამოწყდომა და სხვ. აღსანიშნავია დ-ის კაპიტ. გამოკვლევები მეცნ. ისტორიის დარგშიც. მისი სახელმძღვანელო "პალეონტოლოგიის კურსი" (1949) თარგმნილია უცხო ენებზე. ნაშრომს "ევოლუციური პალეონტოლოგიის ისტორია დარვინიდან დღემდე" (1948) მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია (1949). დ. იყო ბულგარეთის გეოლ. საზ-ბის საპატიო წევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.:В. О. Ковалевский , 2 изд., М., 1951; Теория полового отбора, М., 1961; Причины вымирания организмов, М., 1969; Изменчивость организмов в геологическом прошлом, Тб., 1970; Учение об эволюционном прогрессе, Тб., 1972; Эволюционное учение, т. 1–2, Тб., 1977–79.

ლიტ. : ლეო დავითაშვილი, ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. ვ. გოგილაშვილი, თბ., 1986. ი.თაქთაქიშვილი.




დავითაშვილი მარიამ (მერი) პეტრეს ასული

მ. პ. დავითაშვილი.
მ. პ. დავითაშვილი. ქაბატო, კადრი ფილმიდან "ქეთო და კოტე".

[1 (14). XI. 1907, სოფ. მელაანი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 4. VIII. 1975, თბილისი], მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1960). 1921-იდან მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1926 დაამთავრა ა. ფაღავას დრამ. სტუდია და მცირე ხნით მუშაობდა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრში, 1927-იდან მოღვაწეობდა თბილ. მუშათა თეატრში, ხოლო 1928- იდან გარდაცვალებამდე – კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში. სცენაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა თავისი ხალასი არტისტიზმით, უშუალობით, სისადავითა და გულწრფელობით. ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს: ხორეშანი ("კაცია-ადამიანი?!" ი. ჭავჭავაძის მიხედვით), ანა (ლ. ლეონოვის "შემოსევა"), ტუანეტა (მოლიერის "ეჭვით ავადმყოფი"), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ნიმფა (მ. ბარათაშვილის "ჩემი ყვავილეთი"), კატინა და ქაბატო (ა. ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" და "ხანუმა"), პეპელა (გ. მდივნის "ვარდო"), ქარმიანა (უ. შექსპირის "ანტონიოს და კლეოპატრა"), ეფემია (ლ. არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი"), ჰორტენზია (კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი"). საოცარი სიმსუბუქით ქმნიდა ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულ სახეებს. კინოში შესრულებული აქვს როლები: ქაბატო ("ქეთო და კოტე", 1948), თიმსალ-მაკო ("ბაში-აჩუკი", 1956), არჩილის გამზრდელი ("ოთარაანთ ქვრივი", 1957), მარო ("ნინო", 1959) და სხვ. ა.გვენცაძე.





დავითაშვილი მერი შალვას ასული

მ. შ. დავითაშვილი.

(დ. 13. III. 1924, თბილისი), კომპოზიტორი. საქართვ. სახ. არტისტი (1979). შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1981). 1946 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი). 1968–92 იყო საქართვ. კომპოზიტორთა კავშირის მდივანი. 1973–2007 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. კონსერვატორიაში. დ-ის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საბავშვო მუსიკას. მას ეკუთვნის საბავშვო ოპერები: "ქაჯანა" (ნ. ლომოურის მოთხრობის მიხედვით, 1965, დაიდგა თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში, 1966), "ნაცარქექია" (1972, დაიდგა იქვე, 1979), საბავშვო ბალეტი "მზის ქორწილი" (1953), ასზე მეტი საბავშვო სიმღერა და სიმღერათა ციკლები (მ. შ. "დილა მშვიდობისა", 1952; "სათამაშოების სიმღერები", 1955; "ანა-ბანა", 1976; "საქართველოს მზე", 1983). დ-ის სიმღერები გამოირჩევა მელოდიურობით, ბავშვის სამყაროს ღრმა ცოდნით.

დ-ს შექმნილი აქვს მუსიკა 50- ზე მეტი დრამ. სპექტაკლისათვის, 40-ზე მეტი კინოფილმისა (მ. შ. "მანანა", 1958; "პაპა გიგია", 1960) და მულტფილმებისათვის: "ჩხიკვთა ქორწილი", 1958; "წუნა და წრუწუნა", 1960. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997). თბილისის საპატიო მოქალაქე (2010). გ.ტორაძე.







დავითაშვილი მიხეილ დანიელის ძე

მ. დ. დავითაშვილი.

(15. VI. 1914, ქუთაისი, – 5. IX. 1991, თბილისი), პუბლიცისტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1965). ჟურნალისტთა საერთაშ. ასოციაციის წევრი, საქართვ. ჟურნალისტთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი 60-იანი წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე. II მსოფლიო ომის მონაწილე. დაამთავრა თბილ. პედ. ინ-ტის რუს. ენისა და ლიტრის ფაკ-ტი (1953). მუშაობდა გაზ. "ზარია ვოსტოკას" სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ (1938–60), გაზ. "სოფლის ცხოვრების" რედაქტორად (1960– 85). 1985–88 დ. მუშაობდა სამეცნ.-პოპულარული ჟურნ. "საქართველოს სოფლის მეურნეობის" მთ. რედაქტორად. მის კალამს ეკუთვნის მრავალი წიგნი სოფლის მეურნ. თემაზე, მათ შორის: "საქართველოს გზებსა და სოფლებში", "რეპორტაჟი საქართველოდან", "ოქროს თაროები", "საქართველოს ცის ქვეშ", "ჩაი ჩვენი ქართული" (1967, საკავშირო ჟურნალისტთა კავშირის პრემია). დ-ის წიგნები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ და სლოვაკურ ენებზე. "კონსტანტინე ლესელიძის" მიხედვით კი გადაღებულია დოკუმენტური ტელეფილმი.

დ-ის ინიციატივით თბილისში აშენდა "ჩაის სახლი".

დ. საერთაშ. ჟურნალისტთა ფედერაციამ 1984 დააჯილდოვა ი. ფუჩიკის სახ. მედლით.

ლიტ. : მოგონებები მიხეილ დავითაშვილზე. საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, თბ., 1994; მ ე ფ ი ს ა შ ვ ი ლ ი გ., ი ა კ ო ბ ა შ ვ ი ლ ი ს., საქართველოში მოღვაწე ებრაელები, ქუთ., 1994.




დავითაშვილი მიხეილ ილიას ძე

XVIII ს. I ნახ. მოღვაწე. ნიკოლოზ ბატონიშვილის (იხ. ერეკლე I ) ამალაში მყოფ დავითაშვილთა შთამომავალი, ალექსანდრე არჩილის ძის ცოლისძმა. განათლება მიიღო მოსკოვში. დაეუფლა სამხ. საქმეს. მოსკოველ ქართველთა რაზმთან ერთად მონაწილეობდა რუს. ჯარის კასპიისპირეთის ლაშქრობაში (1722). პეტერბურგში პირველი ჩასვლის დროს (1725) ეახლა ვახტანგ VI-ს. დ-მა მეფე ბაქარის წინადადებით თარგმნა "ვაკაფა" – რუს.-ქართ. სასაუბრო. იმავე 1725 მან რუს. და უცხოური ლიტ-რის საფუძველზე შეადგინა მეორე სასწავლო წიგნი – "მცირე რამ გამოკრებილი ანგარიშის ცოდნისა", რ-იც გაასწორა და განავრცო ვახტანგ VIმ. ეს იყო ქართ. ენაზე შედგენილი ევროპული ტიპის სახელმძღვანელო მათემატიკაში (პრაქტ. არითმეტიკაში). მოღწეულია დ-ის რამდენიმე ხელნაწერი (დაცულია თბილისში, საქ. მეცნ. აკად. ხელნაწერთა ეკონ. ცენტრის ფონდი შ–167, ფონდი H–2204: სანქტ- პეტერბურგში, სალტიკოვ- შჩედრინის სახ. სახელმწ. საჯარო ბ-კის იოანე ბატონიშვილის პირველი კოლექცია, ხელნაწ. # 313).

დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში.

ლიტ. : ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ფ., ქართველი მეომრები კასპიისპირეთის ლაშქრობაში, კრ.: საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლე- თის ისტორიის საკითხები, თბ., 1968; ჩ ა გ უ ნ ა ვ ა რ., ვახტანგ ბაგრატიონის საბუნებისმეტყველო სამეცნიერო მოღვაწეობა, თბ., 1986; ც ხ ა კ ა ი ა დ., მათემატიკის ისტორია XVII საუკუნიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე, თბ., 1965. ფ.სიხარულიძე.




დავითაშვილი ნინო შიოს ასული

ნ. შ. დავითაშვილი.
ნ. შ. დავითაშვილი. თამარი, ა. წერეთლის "თამარ ცბიერი".

[18(30). XI. 1882, გორი, – 22. X. 1958, თბილისი], მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1943). სცენაზე პირველად გამოვიდა 1902 (ავჭალის აუდიტორიაში). 1903- იდან მოღვაწეობდა ქართ. დრამ. დასში. შეასრულა ტურფას (ა. წერეთლის "პატარა კახი"), სონიას (ა. ჩეხოვის "ძია ვანო"), გაიანეს (ა. სუმბათაშვილის "ღალატი") და სხვ. როლები. ქუთ. თეატრში მუშაობდა 1904-იდან, განასახიერა კრუჩინინას (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ივდითის (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ოფელიას (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), ქეთევანის (დ. ერისთავის "სამშობლო"), მარია ანტონოვნას (ნ. გოგოლის "რევიზორი"), ამალიას (ფ. შილერის "ყაჩაღები") და სხვ. როლები. 1910-იდან თბილ. ქართ. დრამ. დასში იყო; აქ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნატო (ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი"), მარია სტიუარტი (ფ. შილერის "მარია სტიუარტი"), ანტიგონე (სოფოკლეს "ანტიგონე") და სხვ. 1920-იდან შოთა რუსთაველის სახ. თეატრში მუშაობდა; როლები: დედოფალი თამარი (ა. წერეთლის "თამარ ცბიერი"), მადამ სან- ჟენი (ვ. სარდუს "მადამ სანჟენი"), პრასკოვია (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ეფემია (მ. მრევლიშვილის "ნიკოლოზ ბარათაშვილი"), ზეინაბი და მაიკო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ფატმა (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), სალომე (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი") და სხვ. დ. გამოირჩეოდა შესანიშნავი სცენური გარეგნობით, უნაკლო მეტყველებით. გადაღებულია ფილმებში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.






დავითაშვილი ნოდარ სუმბათის ძე

(დ. 23.VI. 1939, სოფ. ახალქალაქი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი), ინჟინერ-ტექნოლოგი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1991), საქართვ. საინჟ. აკად. ნამდვ. წევრი (2000). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1964). 1965–77 მუშაობდა მეტროლოგიის საკავშ. სამეცნ.- კვლ. ინ-ტის თბილისის ფილიალ- ში, 1973-იდან მუშაობს საქართვ. ტექ. უნ-ტის მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრაზე. დ-ის შრომები ეხება ერთ და ორ თავისუფლებისხარისხიანი სივრცითი, სფერული და ბრტყელსახსროვანი მექანიზმების ანალიზის, სინთეზის, დინამიკისა და სიზუსტის საკითხებს. მან დაამუშავა სფერული პანტოგრაფების მექანიზმების თეორია, გამოიკვლია სფერული და სივრცითი მექანიზმების დინამიკა. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა, მ. შ. 14 მონოგრაფიის. ნაშრომისათვის "სახსროვან-ბერკეტული მექანიზმების ცდომილებისა და სიზუსტის თეორიის საფუძვლები" მიენიჭა გ. ნიკოლაძის სახ. პრემია (2002). მანქანებისა და მექანიზმების მეცნ. განვითარების საერთაშ. ფედერაციის გენერალურმა ასამბლეამ დ. აირჩია ამავე ორგანიზაციის საქართვ. კომიტეტის თავმჯდომარედ (1999). იგი დამფუძნებელი (2000) და მთ. რედაქტორია სამეცნ. ჟურნალისა „გამოყენებითი მექანიკის პრობლემები" (2003- იდან – საერთაშ. სამეცნ. ჟურნალი "მექანიკის პრობლემები"). თხზ.: ქართულ-ინგლისური და ინგლისურ- ქართული სტანდარტული ტერმინოლოგიური ლექსიკონი მექანიზმებისა და მანქანების მეცნიერებაში, თბ., 2008; Динамика сферических механизмов, М., 1992; Основы теории погрешности и точности шарнирно-рычажных механизмов, Тб., 1999; Динамика шарнирных механизмов с упругими звеньями, Тб., 2010.




დავითაშვილი შალვა გიორგის ძე

შ. დ ა ვ ი თ ა შ ვ ი ლ ი. თბილისის მერია (მ. ლორთქიფანიძესა და თ. ნაცვლიშვილთან ერთად). 1975.

(27. V. 1916, თბილისი, – 5. VIII. 1995, იქვე), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1967). დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტი (1941). სხვადასხვა დროს მუშაობდა "საქსახპროექტში", "კომუნპროექტში", საცხოვრ. სახლებისა და საზ. შენობათა თბილ. ზონალურ ტიპობრივი და ექსპერ. დაპროექტების სამეცნ.- კვლ. ინ-ტში, "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტ. სახელოსნოების ხელმძღვანელად. ნაყოფიერად მუშაობდა ტიპურ პროექტირებაში (პირველი მსხვილბლოკიანი საცხოვრ. სახლები თბილისში – ვ. ბარნოვის, ზ. ფალიაშვილის, მ. კოსტავას ქუჩებზე და სხვ.). ძირითადი ნამუშევრები: კომპოზიტორთა კავშირის შემოქმედებითი სახლი სოხუმში (1966), კინემატოგრაფისტთა და ჟურნალისტთა კავშირების შემოქმედებითი სახლი ბიჭვინთაში (1966; ორივე გ. ჯაბუასთან ერთად), საქართვ. პროფკავშირების სახლი (ყოფ. შრომის სასახლე, ახლანდ. თბილისის მერია) თბილისში (1975; მ. ლორთქიფანიძესა და თ. ნაცვლიშვილთან ერთად), კომპოზიტორთა კავშირის შემოქმედებითი სახლი ბორჯომში (1975; საავტორო ჯ გუფის ხელმძღვ.) და სხვ. დ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი იყო ნაგებობების სადა, მაგრამ მახვილ ფორმათა აქცენტირება, მათი ორგ. ჩაწერა გარემოში, ტრად. ეროვნ. არქიტ. ხერხების ახლებურად გააზრება. ს.კინწურაშვილი. მ.მაისურაძე.






დავითაშვილი შალვა გრიგოლის ძე

შ. დავითაშვილი (1934 – 2011).

(1. I. 1934, თელავი, – 1. XI. 2011, თბილისი), კომპოზიტორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1983), საქართვ. კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი (1979- იდან). 1962 დაამთავრა თბილისის სახელმწ. კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკ-ტი (ხელმძღვანელი პროფ. ა. მაჭავარიანი). 1961-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. 1966–68 იყო ახალქალაქის სამუსიკო სკოლის დირექტორი, 1969-იდან – თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი (თეორიული დისციპლინები, კომპოზიცია); 1993–2011 – თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. მუზეუმის დირექტორი.

დ-ის ნაწარმოებებია: 2 ბალეტი –"ვეფხი და მოყმე" (1978, დაიდგა ქუთ. ოპერისა და ბალეტის თეატრში), "ზვიადაური" (1985, დაიდგა იქვე), 2 სიმფონია – "უშბა" (1963, 1991), 3 სიმფონიური პოემა – "ვეფხი და მოყმე" (1960), "9 აპრილი" (1992), "დავით აღმაშენებელი" (1994), კლარნეტისა (4) და ფლეიტის კონცერტები (1981–2001), 3 კანტატა, ვოკალურ-სიმფ. ციკლები ი. ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ლექსებზე (1992–95), რომანსები ქართვ. პოეტების ლექსებზე (2002– 08), გუნდები, სიმღერები, მუსიკა სპექტაკლების, დოკუმენტური და თოჯინური ფილმებისათვის და სხვა.

დაჯილდოებულია ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით (2001). თბილისის საპატიო მოქალაქე (2010). გ.ტორაძე.




დავითაშვილი შიო

(1857, სოფ. ბრეთი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, – 1933), რ ე ვ ო ლ უ ც ი ო ნ ე რ - ხ ა ლ ხ ო ს ა ნ ი . სწავლობდა თბილ. სას. სემინარიაში, საიდანაც აკრძალული 281 ლიტ-რის კითხვის გამო გარიცხეს. თბილისში ჩაება ე. იოსელიანის ხალხოსნურ წრეში. 1876 რევ. პროპაგანდას ეწეოდა თბილ. მუშა-ხელოსნებში. 80-იან წლებში გორში დააარსა ხალხოსნური წრე "საიდუმლო კომიტეტი", რ-საც კავშირი ჰქონდა "ნაროდნაია ვოლიას" აღმასკომთან. რევ. პარტიის საჭიროებისათვის მონაწილეობა მიიღო გორის ხაზინიდან ფულის გატაცებაში. 1883 წ. 14 მარტს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა გორში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგ ჩამოშორდა რევ. საქმიანობას.

თხზ .: ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში, ტფ., 1933.

ლიტ .: ა ნ თ ე ლ ა ვ ა ი., საზოგადოებრივ- პოლიტიკური მოძრაობისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან საქართველოში (XIX ს. II ნახ.), თბ., 1967; მ გ ა ლ ო ბ ლ ი შ ვ ი ლ ი ს., მოგონებანი, თბ., 1938; შ ვ ე ლ ი ძ ე ზ., რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში, თბ., 1960. ზ.შველიძე.