დავითაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მურმან იუსუფის ძე (დ. 1. IX. 1943, სოფ. ტბეთი, ახლანდ. შუახევის მუნიციპალიტეტი), ბიოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2000). დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. ბათუმის სახელმწ. პედაგოგიური ინ-ტის ბიოლ.-გეოგრაფიული ფაკ-ტი (1968). 1968–85 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, 1985–89 – ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნ.-კვლევით ინ-ტში ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სექტორის გამგედ. 1995–2006 იყო შოთა რუსთაველის სახ. ბათუმის უნ-ტის ბოტანიკის კათედრის გამგე, 2006-იდან არის ამავე უნ-ტის ბიოლ. დეპარტ. სრული პროფესორი. დ-ის კვლევის საგანია აჭარის ადვენტურ მცენარეთა ფლორისტიკული და ბიომორფოლ. ანალიზი, ადაპტაციისა და განსახლების თავისებურებანი; სამხრ. კოლხეთის – აჭარის ბუნების ღირსშესანიშნაობის პოპულარიზაცია. ი.ჯაფარიძე.