დავითი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კახეთის მთავარი 976– 1009, კვირიკე II-ის ძე. კახეთის უკანასკნელი მთავარი, რ-იც ქორეპისკოპოსის ტიტულს ატარებდა. დ-ს მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები ჰქონდა ქართლშიც. ებრძოდა გაერთ. საქართვ. მეფე ბაგრატ III-ს , რ-იც კახეთ-ჰერეთის შემოერთებას ცდილობდა. 1008 დ. იძულებული გახდა მრავალრიცხოვანი ჯარით კახეთზე გამოლაშქრებულ ბაგრატ III-თვის დაებრუნებინა ქართლის ციხეები (წირქვალი, გრუი). ამავე ლაშქრობის დროს ბაგრატ III-მ მოახერხა ჰერეთის დაპყრობა, მაგრამ როგორც კი მეფე გაბრუნდა, ჰერეთი განუდგა და დ-მა იგი კვლავ კახეთს შეუერთა.

ლიტ. : ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე მ., ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი თ., რანთა და კახთა სამეფო (VIII–XI სს.), თბ., 1982; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2). თ.პაპუაშვილი.

სარჩევი

დავითი

"პროვინციის მეფე" 1354–82, ანდრონიკე "პროვინციის მეფის" ძე, დავით VIII-ის შვილიშვილი. დ-მა 1382 სიგელით მამულები უბოძა ოქროს საყდარს, მასში აღნიშნულია დ-ის ზეობის 28-ე ინდიქტიონი, რ-ის მიხედვითაც დ-ის "მეფობა" 1354-იდან უნდა იწყებოდეს. ამავე სიგელში დასახელებული არიან მისი შვილები – გიორგი და ალექსანდრე ბაგრატიონები. ანდრონიკე "მეფეს" ორი ვაჟი ჰყავდა: დ. და გიორგი ალასტანელი , ორივეს "პროვინციის მეფობაზე" ჰქონდა პრეტენზია, ამიტომ სამფლობელო მამულები განაწილდა. გიორგის, როგორც უფროსს, მიუღია სამფლობელოების ძირითადი ტერიტორიები – სამხრ. რეგიონი ცენტრ. ალასტანითურთ. აქედან გამომდინარე, მიიღო მან ზედწოდება "ალასტანელი", დ. თავისი მამის სამფლობელოებსაც დაეუფლა შიდა ქართლში. 1382 შემდეგ მის შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

ლიტ .: ნ ი ნ ი ძ ე დ., "პროვინციის მეფეები" XIV–XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995. დ.ნინიძე.

დავითი

(ნ ე მ ს ა ძ ე) (გ. 1696), აფხაზეთის (დას. საქართველოს) კათოლიკოს- პატრიარქი 1673–96. დ-მა აღადგინა ოდიშის სამთავროში დას. საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის უმაღლესი საეკლ. უფლებები, რ-ის ხელყოფა სცადა ოდიშის მთავარმა – ლევან III დადიანმა. 1675 დ-მა ლევან III-ს პირობა დაადებინა კათოლიკოსის საქმეში ჩაურევლობაზე. მისგანვე საკათოლიკოსო მამულად მიიღო ოდიშში ხოფი (ახლანდ. ხობი), ხოლო სადგომად და საძვალედ – ორი სასახლე და ხოფის ღვთისმშობლის ეკლესია. დ. მტკიცედ იცავდა საკათოლიკოსო საკითხებს. მისი კათოლიკოსობის პერიოდში აფხ. სამთავროში გაძლიერდა ქრისტ. მოსახლეობის შევიწროება ჩამოსახლებული "აფხაზების" (აფსუების) მიერ, საკათოლიკოსო ყმების გაყიდვა. დ-მა აფხ. მთავარს ყვაპუ შარვაშიძეს ფიცის წიგნი დაადებინა, რომ შეწყვეტდა საკათოლიკოსო ყმების შევიწროებას.

ლიტ .: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII–XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000. ბ.ლომინაძე.

დავითი

(წ ე რ ე თ ე ლ ი) (1781– 14. II. 1853), საეკლესიო მოღვაწე, გენ.-მ. ზ. ქ. წერეთლის ვაჟი. 1796 ბერად აღიკვეცა გელათის მონასტერში. 1804 ჯრუჭის მონასტრის არქიმანდრიტი (წინამძღვარი) გახდა. დიდი ამაგი დასდო ჯრუ- ჭის ქართ. კულტ. კერას. 1804 არქიეპისკოპოსად აკურთხეს, მალე მიტროპოლიტის ხარისხი მიიღო. 1829 დანიშნეს მიტროპოლიტად სამეგრელოში, სადაც რამდენიმე ეკლესია ააშენა. თავადაზნაურობის მოთხოვნით, 1843 დ. იმერე- თის საეკლ. საქმეებს ჩაუყენეს სათავეში, იქვე მოღვაწეობდა სიკვდილამდე. დასაფლავებულია ჯრუ- ჭის მონასტერში – წერეთელთა საგვარეულო სასაფლაოზე. ფ.სიხარულიძე.

დავითი

(ღ ა მ ბ ა შ ი ძ ე) [1842, ყვირილა (ახლანდ. ზესტაფონი), – 21. XII. 1910, იქვე], დეკანოზი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, პუბლიცისტი, რედაქტორგამომცემელი. დაამთავრა ქუთ. სას. სასწავლებელი და თბილ. სას. სემინარია. იყო გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძის) თანამებრძოლი. ზემო იმერეთის მოსახლეობა მას სიყვარულის ნიშნად "დიდ დეკანოზს" ეძახდა. 1883–1910 მისი რედაქტორობით დაბა ყვირილაში გამოდიოდა რუს. დამატებით (1886–1903) სას. ორკვირეული ჟურნ. "მწყემსი", რ-იც, სარწმუნოების განმტკიცებასთან ერთად, ხელს უწყობდა ეროვნ. თვითშეგნების ამაღლებას. დ. იბრძოდა რუსიფიკატორული რეჟიმის წინააღმდეგ. როცა მას კატეგორიულად მოსთხოვეს საღმრთო რჯულის რუს. ენაზე სწავლება, პროტესტის ნიშნად პედაგოგობას თავი დაანება. დ. პუბლიც. წერილებში იცავდა ავტოკეფალიაწართმეული საქართვ. ეკლესიის უფლებებს, პრაქტ. მოღვაწეობით კი ეკლესიის დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის იბრძოდა. მის შრომებს შორის აღსანიშნავია "ექიმი იოანე გომართელი და მისი მსჯელობა, თუ "რა გზას უნდა დაადგეს სამღვდელოება"?, "სახალხო სააქიმო წიგნი კარაბადინი" და სხვ.

ლიტ .: კ. გ-ლი [კონსტანტინე ა ნ თ ი - ძ ე], დეკანოზი დავით ღამბაშიძე, «სახალხო გაზეთი», 1910, # 193; მიუდგომელი დეკანოზი დავით ღამბაშიძე, გაზ. «თემი», 1911, #4. ე.ბუბულაშვილი.