დავითიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფ. ლახამულა, ახლანდ. მესტიის მუნიციპალიტეტი, – 15. III. 1980, თბილისი), ენათმეცნიერი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1971). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკტი (1947). იყო საქართვ. მეცნ. აკად. ენის, ისტ. და მატერ. კულტურის ინ-ტის (ენიმკი) ქართველურ ენათა განყ-ბის უმცროსი მეცნ. თანამშრომელი (1947–48), მასწავლებელი მესტიის რ-ნისა და თბილ. სკოლებში (1948–54), ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. პედ. ინ-ტის ქართ. ენის კათედრის უფრ. მასწავლებელი (1954–56), საქართვ. ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნ.– კვლ. ინ-ტის უფროსი მეცნ. თანამშრომელი (1955–60). 1960- იდან სამეცნ. და პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. ა. პუშკინის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტის ქართ. ენის კათედრაზე. დ-ის გამოკვლევები ეხება ქართ. ენის სტრუქტურისა და სკოლაში მისი სწავლების მეთოდიკის საკითხებს. იყო სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილი ქართ. ენის სინტაქსის საკითხების კვლევაში.

თხზ .: ქართული ენის სწავლების მეთოდიკა, თბ., 1966; ქართული ენის სინტაქსი, თბ., 1973; პრაქტიკული ვარჯიშობა ქართულ ენაში, თბ., 1977.

დავითიანი

არჩილ ივანეს ძე (27. XII. 1917, სურამი, – 30. I. 1987, თბილისი), სომეხი მთარგმნელი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში. მისი პირველი წერილი 1937 ჟურნ. "ოქტომბერში" გამოქვეყნდა. დ-მა ქართ. ენაზე თარგმნა ა. შირვანზადეს, მურაცანის, რაფის, ნარ-დოსის, ჰ. თუმანიანის, ს. ზორიანის, რ. ქოჩარის, გ. მაჰარის, ს. ხანზადიანის, ბ. სეირანიანის და სხვა სომეხი კლასიკოსებისა და თანამედროვე მწერლების თხზულებანი. სომხ. ენაზე თარგმნა (ბ. სეირანიანთან ერთად) ნ. დუმბაძის ნაწარმოებები. ჯ.თითმერია.

დავითიანი

სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის თემში (სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე), ოდიშის დაბლობზე, მდ. ჩხოუშის (ენგურის აუზი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 40 , ზუგდიდიდან 6 კმ , ინგირიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 3 კმ . 812 მცხ. (2002).

დავითიანი

ო რ მ ო ც მ ო წ ა მ ე თ ა ე კ ლ ე ს ი ა, VII ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სოფ. ვაზისუბნის (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) მახლობლად, მდ. წილიანას (ალაზნის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირზე. ეკლესია დაზიანებულია. გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რ-იც გარედან კედლებით შექმნილ რვაკუთხედ- შია მოქცეული, მხოლოდ აღმოსავლეთის მკლავია დასრულებული საკურთხევლის აფსიდით. ცენტრ. კვადრატიდან რვაწახნაგა, ოდნავ დაგრძელებული გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებული იყო ტრომპების მეშვეობით. ძეგლი ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ელემენტები – კუთხეები – შირიმის ქვითაა ამოყვანილი. ინტერიერში ეკლესიის ოთხივე თაღი შირიმისავე ქვის კაპიტელებს ეყრდნობა. შესასვლელი ორია – სამხრეთისა და ჩრდილოეთისა. აღმ. აფსიდში სარკმელია გაჭრილი. გადახურული იყო კრამიტით. გეგმითა და პროპორციებით ახლოს დგას ვაჩნაძიანის ყველაწმინდის პატარა გუმბათოვან ეკლესიასთან. ორივე ეს ძეგლი, ისევე როგორც ზეგნის წმ. მარინეს, იყალთოს სამების ეკლესიები, გეგმით ტეტრაკონქის ტიპს ენათესავება, მაგრამ წარმოდგენილია უფრო გამარტივებული სახით და გაცილებით მცირე ზომისანი არიან. ამავე დროს ამ ძეგლებში ჩანს კახეთის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი სწრაფვა ზემოთ დაგრძელებული მოხდენილი ფორმებისადმი.

რესტავრირებულია XX ს. 80-იან წლებში.

ლიტ .: Ч у б и н а ш в и л и Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.