დავითისმთა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სათოვლის ქედზე (თრიალეთის ქედის ჩრდ.-აღმ. განშტოება), მდ. სათოვლეხევის (ხეკორძულის მარჯვ. შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზ. დ. 1463 მ . აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით. მწვერვალი მობრტყელებულია, ჩრდ. კალთა ციცაბოა, დანარჩენი – დამრეცი. შემოსილია მდელოს ბალახეულით. დ.უკლება.