დავითის ციხე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასაზღვრო ციხე მის ჩრდილო მონაკვეთზე, ხევში (ახლანდ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი). ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) მიხედვით, ეს ციხე აგებული უნდა იყოს დავით აღმაშენებლის მიერ და მდებარეობდა სოფ. გველეთის ჩრდ-ით მდ. ქისტის წყლის (ქისტურის, ახლანდ. ხდისწყლის) ნაპირზე, დარიალის კარის სამხრეთით. XIX ს. II ნახევარში დ. ც-ის მხოლოდ ნანგრევები იყო შემორჩენილი. ზ.ცინცაძე.