დავითიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელიზბარ, XVII ს. შუა წლების პოლიტიკური მოღვაწე. ბაგრატიონთა სამეფო სახლის საგვარეულო განშტოების – დავითიშვილების – სათავადოს ერთ-ერთი აქტ. წარმომადგენელი; ფლობდა ქართლის სამეფოს ბოქაულთუხუცესის სახელოს. დავით დავითიშვილის გარდაცვალების (1635–37) შემდეგ იყო დავითიშვილების ფეოდ. სახლის მეთაური, როსტომ მეფის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყებების მტკიცე მოწინააღმდეგე, მეფის ელჩი ირანის შაჰის კარზე (ნ. ციციშვილის აჯანყების შემდეგ დატყვევებული ჩხეიძეები ირანში მისი მეშვეობით გაიგზავნა). დ-მა მეფის უშვილობის გამო ლუარსაბ ბატონიშვილი ირანიდან ჩამოიყვანა და ქართლის ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. ამ მისიის დროს როსტომ შაჰის მიერ ბოძებული ხალათიც ჩამოუტანა. თეიმურაზ I-ის დამარცხებისა და მისი ძის დავით (დათუნა) ბატონიშვილის დაღუპვის შემდეგ ბატონიშვილისა და სხვა დახოცილ თავად-აზნაურთა თავები, თეიმურაზ მეფის დროშასთან ერთად, ირან. შაჰს მიართვა. დ-ს ირანში მოღვაწეობის გამო სათანადო პატივიც მოუპოვებია: ირან. შაჰმა დ-ს განჯაში სამფლობელოდ სამი სოფელი უბოძა. წყარო და ლიტ .: გ ო რ გ ი ჯ ა ნ ი ძ ე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2; ცხოვრება საქართველოQსა (პარიზის ქრონიკა), გ. ალასანიას გამოც., თბ., 1980. დ.ნინიძე.