დავითურნი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის ტერიტორიულ ორგანოში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ალევის ქედის აღმ. კალთაზე. ზ. დ. 1600 , დუშეთიდან 57 კმ . 2 მცხ. (2002).

სოფლის ძველ, მიტოვებულ ნაწილში, მდ. ხანდოსხევის ერთ-ერთი განშტოების შუა წელზე კლდოვან კონცხზე მდებარეობს ე. წ. ციხის მთავარმოწამის კომპლექსი, რ-შიც შედის ზურგიანი კოშკი, სალოცავი, ჭურჭლის შესანახი სა- თავსი, დარბაზი, ორსართულიანი კოშკი და ნანგრევებად ქცეული რამდენიმე საცხოვრ. ნაგებობა. სოფლის ჩრდ-ით 0,5 კმ -ზე, მთის წვერზე, დგას მცირე ზომის სამლოცველო – ლომისის ხატი.