დავითფერული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავითფერული.

სწორი, პირბასრი, დრეკადი, სამღარიანი ხმალი. ამზადებდნენ საუკეთესო ფოლადისაგან. ფერად "ლიბრი" (მოლურჯო) იყო. გორდასთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო, "ძვალ თა და რკინათა მკვეთელ და თვით უვნებელ" ხმლად ითვლებოდა მთელ საქართველოში და ძვირადაც ფასობდა. ზოგიერთი მოსაზრებით, დ-ის სახელწოდება მომდინარეობს შუა საუკუნეებში ქ. ფერარაში (იტალია) დამზადებული საუკეთესო ხმლების ოსტატების, ანდრია და დავით ფერარების, გვარიდან. აქ დამზადებულ ხმლებს ჰქონდა ლათ. წარწერები: "Andria Ferara"" და "David Ferara". ასეთსავე წარწერებს უკეთებდნენ ქ. ზოლინგენში (გერმანია) დამზადებულ ხმლებს.

ლიტ .: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, [ტ.] 3–4, თბ., 1962. კ.ჩოლოყაშვილი.