დავით აღმაშენებლის ორდენი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით აღმაშენებლის ორდენი.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდო. დააწესა საქართვ. პარლამენტმა 1992 წ. 24 დეკ. (ავტორი – ე.ბურჯანაძე ) აჯილდოებენ სამოქალაქო, სამხ. და სას. პირებს, გამოჩენილ სახელმწ. მოღვაწეებს ქართვ. ერის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის, საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და აღორძინების, საზ-ბის კონსოლიდაციის, დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის. დ. ა. ო-ის პირველი კავალერია საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (1998). იხ. აგრეთვე სტ. ორდენები საქართველოსი.

ლიტ. : ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ნ., ქართული ფალერისტიკა (ჯილდოთმცოდნეობა), თბ., 1995. ნ.ჯავახიშვილი.