დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელობის უნივერსიტეტი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ი , ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს დ ა ვ ი თ ა ღ მ ა შ ე ნ ი ს ს ა ხ ე ლ ო ბ ი ს უ ნ ი - ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი (სდასუ), დაარსდა 1991. უნ-ტში წარმოდგენილია უმაღლესი აკად. განათლების სამივე საფეხური – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა. უნ-ტს აქვს 5 ფაკ-ტი: იურიდიული, ეკონ. და ბიზნესის, მედიცინის, სოც. მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა. უნ-ტში სტუდენტები ირიცხებიან ერთიანი ეროვნ. გამოცდების შედეგად; 2010 წ. 1 იანვრისათვის მათი 75% დაფინანსებული იყო სხვადასხვა სახის სახელმწ. გრანტით. უნ-ტში მუშაობს კონკურსის გზით არჩეული 45 სრული და 97 ასოცირებული პროფესორი. მიმდინარეობს სამეცნ.- კვლ. მუშაობა. ყოველწლიურად ტარდება სტუდენტთა სამეცნ. კონფერენცია. უნ-ტს აქვს ქართ.-ინგლისური სტომატოლოგიური ინ-ტი.

უნ-ტის ბ-კის წიგნადი ფონდი მოიცავს 23571 ერთეულს, აქედან 13157 სახელმძღვანელოა. გამოსცემს გაზეთ "სდასუს".

წარჩინებული სტუდენტებისათვის უნ-ტში დაწესებულია წმ. მეფე დავით აღმაშენებლისა და სრულიად საქართვ. კათოლიკოსპატრიარქის ილია II-ის სახელობის სტიპენდიები. უნ-ტი გაწევრიანებულია ევრ. ბიზნესასამბლეაში. ურთიერთობა აქვს ევრ. წამყვან უნ-ტებთან. ი.ჭუმბურიძე.