დავით ბატონიშვილის მონეტა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით ბატონიშვილის მონეტა. სპილენძი. XIX ს. ზემოთ – შუბლი, ქვემოთ – ზურგი. ბერლინის მუზეუმი.

სპილენძის უნიკალური ანონიმური მონეტა, მოჭრილი ერეკლე II-ის შვილიშვილის დავით ბატონიშვილის გამგებლობის დროს. შუბლზე გამოსახულია მარცხნივ მიმართული ფარშევანგი, ქვემოთ კი – თარიღი ჰიჯრით 1215 (1800/1); ზურგზე – ჩარჩოში მოთავსებულია 4 ქართული ასო "ტფლს" (ტფილისი). მ. პ. ბარათაშვილის კოლექციასთან ერთად დაცულია ბერლინის მუზეუმში. ლიტ .: კ ა პ ა ნ ა ძ ე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969. გ.დუნდუა.