დავით ბოდბელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ვ ა ჩ ნ ა ძ ე) (გ. 27. VII. 1790), დავითგარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი 1751– 62, 1764-იდან ბოდბის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით, საეკლ. მწერალი, მწიგნობარი. განათლება მიიღო დავითგარეჯის მონასტერში. მისი მასწავლებლები იყვნენ იოსები (ვაჩნაძე) და იოანე (ჯორჯაძე). არაერთი ხელნაწერი წიგნი შემატა მან დავითგარეჯისა და ბოდბის ბ-კებს – ზოგი თვითონ გადაწერა, ზოგი საკუთარი ხარჯით გადააწერინა ან იყიდა. 1790 მხედრულით გადააწერინა "დიდი სჯულის კანონი" და დაურთო რამდენიმე ტერმინის განმარტება. ლიტ .: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), [ტ.] 1, თბ., 1966. ბ.ლომინაძე.