დავით და კონსტანტინე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არგვეთის (ზემო იმერეთი) მთავრები VIII ს. I ნახევარში (მხეიძეთა ფეოდ. გვარიდან). გმირულად იბრძოდნენ საქართველოში შემოჭრილი არაბი სარდლის, მურვან ყრუს წინააღმდეგ. არგვეთის ბრძოლის დროს არაბებმა შეიპყრეს ისინი და მოწამებრივი სიკვდილით დასაჯეს. ქართველებმა მათი გვამები დაკრძალეს მდ. წყალწითელას ნაპირას, სადაც ახლა მოწამეთის მონასტერია (ტყიბულის მუნიციპალიტეტი). ქართ. ეკლესიამ დ. და კ. წმინდანებად შერაცხა და დიდმოწამენი უწოდა. მათი ხსენების დღეა 2 (15) ოქტომბერი. იხ. აგრეთვე "დავით და კონსტანტინეს მარტვილობა ". ო.სოსელია.