დავით და კონსტანტინეს მარტვილობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის ძეგლი, რ-შიც აღწერილია არგვეთის მთავრების – დავით და კონსტანტინეს – გმირული ბრძოლა არაბ დამპყრობთა წინააღმდეგ და თავდადება ქრისტ. სარწმუნოებისათვის. მურვან ყრუს სარდლების მიერ ტყვედ შეპყრობილ დავითსა და კონსტანტინეს რწმენის გამოცვლა მოსთხოვეს, მათ მტკიცე წინააღმდეგობა გაუწიეს. მომხდურებმა ისინი სიკვდილით დასაჯეს. დავითისა და კონსტანტინეს ღვაწლი ადრევე ყოფილა აღწერილი, მაგრამ მათი წამების კიმენური ტექსტი დაკარგულია. ნაწარმოები ჩვენამდე მოღწეულია უცნობი ავტორის მიერ XII ს-ში გადამეტაფრასებული რედაქციით. XVIII ს. ხელნაწერის მიხედვით ტექსტი პირველად გამოსცა მ. საბინინმა (1882, კრებული "საქართველოს სამოთხე"); მეორედ – ს. 289 ყუბანეიშვილმა XIII ს. ხელნაწერის მიხედვით (ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია; ტ. 1, თბ., 1946). ტექსტი: წამებაQ და ღუაწლი წმიდათა და დიდებულთა მოწამეთა დავით და კონსტანტინესი..., წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 3, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1971. ლიტ. : კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960. რ.ბარამიძე.