დავით და ტირიჭანის წამება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰაგიოგრაფიული თხზულება, რ-შიც აღწერილია სომხეთში, ბასიანის ხევში, VII ს. I ნახევარში მომხდარი ტრაგედია: წარმართი ბიძის მიერ მცირეწლოვანი ქრისტიანი დისწულების, ძმების – დავითისა და ტირიჭანის – წამებისა და დახოცვის ამბავი. თხზულება მიჩნეულია IX ს. ქალკედონელი სომეხი ანონიმი ავტორის მიერ ქართულად დაწერილ ძეგლად.

წყარო: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.

ლიტ .: ა ბ უ ლ ა ძ ე ილ., ქართული და სომხური ლიტერატურული ურთიერთობანი IX–X საუკუნეებში, თბ., 1944.