დავით მიტროპოლიტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ერისკაცობაში – ექვთიმე ოქროპირის ძე კ ა ჭ ა ხ ი ძ ე) (15. X. 1872 – 19. III. 1935, ქუთაისი), სასულიერო მოღვაწე. დაამთავრა სამეგრელოს სას. სასწავლებელი და თბილისის სას. სემინარია, 1899 – ყაზანის სას. აკადემია. იმავე წელს დაინიშნა "კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების" სკოლების ინსპექტორად. 1900–02 თელავისა და სამეგრელოს სას. სასწავლებლების ზედამხედველი იყო. 1903-იდან მოღვაწეობდა რუსეთში, იყო ვიტებსკისა და დონის სას. სემინარიების რექტორი. 1907 საქართველოში დაბრუნდა, ხელდასხმულ იქნა ალავერდის ეპისკოპოსად. აქტიურად იბრძოდა საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ამის გამო იგი 1912 გადააყენეს, დანიშნეს თავდაპირველად პიატიგორსკის, 1914-იდან კი ვინიცის ეპისკოპოსად. 1917, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა. 1917 წ. 17 სექტ. საქართვ. ეკლესიის პირველმა საეკლ. კრებამ დ. მ. ურბნისის ეპისკოპოსად დაადგინა, არჩეულ იქნა საკათოლიკოსო საბჭოს წევრად. 1921–35 იყო ჭყონდიდის, ბათუმ-შემოქმედის, ქუთაის- გაენათის მმართველი. 1926 აიყვანეს მიტროპოლიტის ხარისხში. მისი შრომებიდან აღსანიშნავია „К вопросу об автокефалии Иверской церкви“ (1912).

ლიტ .: ჟ ვ ა ნ ი ა ზ., საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქუთ., 1994. ე.ბუბულაშვილი.

დავით მიტროპოლიტი

(ერისკაცობაში – ირაკლი რომანის ძე მ ა ხ ა რ ა ძ ე) (დ. 3. II. 1960, ქ. თბილისი), სასულიერო მოღვაწე. 1981 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის არქიტექტურის ფაკ-ტი. 1981–83 მუშაობდა "ქართულ ფილმში" და ძეგლთა დაცვის სამმართველოში. 1984-იდან გარეჯის მუზეუმნაკრძალის უფროსი მეცნიერი თანამშრომელია. 1986–87 წწ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დ. მ-მა მოამზადა მაკეტი და დაიწყო სახარების ნუსხურად გადაწერა ეტრატზე (ხბოს ტყავზე, ზომა 150 სმ × 80 სმ ). მისი ხელნაწერია თბილისის სამების საპატრიარქო ტაძარში დაბრძანებული ოქროჭედური ოთხთავის მათეს სახარება და მარკოზის სახარების ნაწილი.

1988 წ. 23 ნოემბერს დ. მ. დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის შემდეგაც დაინიშნა გარეჯის მო ნასტრისა და ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვრად. 1991 წ. 28 ოქტომბერს ბერად აღიკვეცა. 1992 წ. 24 მაისს წმ. სინოდის განჩინებით ხელდასხმულ იქნა ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად. 1992- იდან 1993 წ. 28 აგვისტომდე ბოდბის ეპარქიას განაგებდა. 1992–93 ხელმძღვანელობდა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებას, ხოლო 1993 სექტემბრიდან ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს.

1996 წ. 25 დეკემბერს დ. მ-ს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წ. 28 ნოემბერს – მიტროპოლიტის ხარისხი. 1988-იდან არის საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს თავმჯდომარე, 2003 თებერვლიდან – საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე, 2006-იდან – გალობის ცენტრის თავმჯდომარე, ხოლო 2009- იდან – საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის თავმჯდომარე. 2010 წ. 24 ოქტომბერს კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2010-ის" ნომინაციაში "რესტავრაცია-რეკონსტრუქცია" გაიმარჯვა პროექტმა "ალავერდის მონასტრის მარანი", რ-იც დ. მ-ს უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა. დაჯილდოებულია წმ. გიორგის ორდენით (2008). 25 დეკემბერს კი – მღვდლად, რის