დავით მიძნაძორელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

IX ს. I ნახ. ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მიძნაძორის მონასტრის (კლარჯეთი) აღმშენებელი და პირველი წინამძღვარი. მისი მოწაფეები იყვნენ ილარიონი და ბარეთელთას მონასტრის (კლარჯე- თი) აღმშენებელი და წინამძღვარი ზაქარია. გიორგი მერჩულე (X ს.) დ. მ-ს დიდს და მონასტერთა მაშენებელს უწოდებს. დ. მ. შერაცხულია წმინდანად და მოიხსენიება 5(18) ოქტომბერს კლარჯეთის უდაბნოს ღირს მამა- თა და დედათა შორის.

ლიტ .: ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954. ა.ბოგვერაძე.