დავით ტბელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

X ს. II ნახ. ქართველი მთარგმნელი და სასულიერო მოღვაწე, ტბეთის ეპისკოპოსი. ბერძნულიდან თარგმნა კიმენური ["ცხორებაΩ და მოქალაქობაQ ნეტარისა მართაQსი, წმიდისა სUმონის დედისაΩ" (ხელნაწერი Aტჰ. 55, A–97); "ცხორებაΩ გრიგოლ აკრაკანტელისაΩ" (ხელნაწერი შ–384) და სხვ.] და მეტაფრასული ["წამებაQ წმიდისა დიდისა მოწამისა არტემისი" (ხელნაწერი ქუთ. 4); "წამებაΩ წმიდათა და ყოვლადქებულთა ათთა ქრისტეს მოწამეთა" (ხელნაწერი A–90) და სხვ.] ჰაგიოგრაფიული ძეგლები. ეფრემ მცირის ცნობით, მას უთარგმნია სიმეონ ლოგოთეტის მეტაფრასები. მასვე ეკუთვნის გრიგოლ ღვთისმეტყველის რამდენიმე თხზულების თარგმანი. ძვ. წყაროებში დ. ტ. იხსენიება ეპისკოპოს სტეფანე სანანოიძესთან ერთად. ლიტ .: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; მ ა ჭ ა ვ ა რ ი ა ნ ი მ., დავით ტბელის მთარგმნელობითი მეთოდის თავისებურება, კრ.: მრავალთავი, XVII, თბ., 1992; მ ი ს ი ვ ე, გრიგოლ ნაზიანზელის რიტორიკული ხელოვნების თავისებურებანი დავით ტბელის თარგმანებში, წგ.: ისტორიულ-ფილოლოგიური კრებული, თბ., 1997. შ.ონიანი.