დავით ქსნის ერისთავი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(გ. 1700), ერისთავი 1696 – 1700. დანიშნა ერეკლე I-მა მისი ბიძაშვილის, დათუნა ქსნის ერისთავის გადაყენების შემდეგ. დათუნას დედის წაქეზებით მოკლეს აჯანყებულმა ქსნისხეველებმა.

წყარო: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. გ.ჯამბურია.

დავით ქსნის ერისთავი

(გ. 1774), ერისთავი 1753–74. მხარს უჭერდა თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს. თავი გამოიჩინა ხუნ- ძახის ბატონის ნურსალ-ბეგის წინააღმდეგ მჭადიჯვრის (1754) და ყვარლის (1755) ბრძოლებში. 1755 მონაწილეობდა ერეკლე IIის ლაშქრობაში გამდგარი ხევსურეთის წინააღმდეგ. შემდეგ, როგორც ჩანს, თანაუგრძნობდა ერეკლე II-ის ოპოზიციას. 1770 მეფესთან დააბეზღეს. ამხილეს როგორც მოღალატე, მაგრამ თავი გაიმართლა.

წყარო: ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი პ., ჰამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1981. გ.ჯამბურია.