დავით I

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კ უ რ ა პ ა ლ ა ტ ი (876– 881), ბაგრატ I კურაპალატის უფროსი ძე. IX ს-ის 70-იანი 263 წლების ბოლოს არგვეთელმა დიდაზნაურმა ლიპარიტ I ბაღვაშმა (თრიალეთის ქვეყნების დაპყრობისა და კლდეკარის ციხის აგების შემდეგ) დ. I თავის პატრონად ცნო. ამდენად, დ. I ლიპარიტთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა შიდა ქართლისათვის ბრძოლაში (სომეხთა მეფის მხარდაჭერით) აფხაზთა მეფის ადარნასე შავლიანის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელის მოკავშირეები კი იყვნენ თავისი ცოლისძმა ნასრა გვარამის ძე და გურგენ ადარნასეს ძე ბაგრატიონები. ეს ფაქტი უნდა მივიჩნიოთ საგარეო ასპარეზზე გადმოტანილ აშოტ I-ის შვილიშვილების შინაური მტრობისა და შუღლის გამოვლინებად, განსხვავებით მათი მამებისაგან, რ-ებიც "ერთსულ, ერთზრახვა და ერთნება იყვნეს". გიორგი მერჩულის ცნობით, 881 დ. I ვერაგულად მოკლა გვარამ მამფალის ძემ ნასრამ. ი. ჯავახიშვილის აზრით, მკვლელობის მიზეზი გახდა ლიპარიტის მიერ თრიალეთის დაპყრობა და მის პატრონად დ. I-ის გამოცხადება, რაც ნასრამ გვარამის სახლის მფლობელობის ხელყოფად მიიჩნია და მამის შელახული უფლებების აღდგენა მოინდომა. მართალია, თრიალეთი თავის დროზე გვარამმა დაიპყრო, თუმცა სხვა ქვეყნებთან ერთად თავის ძმებსაც დაუნაწილა. ამდენად მისი ერთერთი კანონიერი მფლობელი დ. I-იც იყო, რაც არ გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ბიძაშვილები ერთმანეთს თრიალეთის გულისათვის გადაემტერნენ. მათ დაპირისპირებას და ქართლისათვის ბრძოლაში სხვადასხვა ბანაკში ყოფნას, როგორც ჩანს, უფრო ღრმა მიზეზები ჰქონდა. ნასრას გაძლიერება მისი დის აფხაზთა მეფესთან ქორწინებით ბაგრატიონთა სახლის უფროსისათვის ისედაც საშიში ხდებოდა, ამიტომ დ. I ვერ დაუშვებდა ადარნასე შავლიანის მიერ შიდა ქართლის დაპყრობას. ამას ვერც ლიპარტ ბაღვაში შეეგუებოდა, რ-იც ადარნასეს გამოექცა და საყმოდ დ. I კურაპალატს ჩაბარდა. ჩანს, რომ დ. I-მა ლიპარიტი იყმო ნასრა-ადარნასეს კავშირის საპირისპიროდ.

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ს უ მ ბ ა ტ დ ა ვ ი თ ი ს ძ ე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, იქვე.

ლიტ.: ბ ო გ ვ ე რ ა ძ ე ა., ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა სახლში ბრძოლის ისტორიიდან IX ს. უკანასკნელ მეოთხედში, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1987, #2; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1965. ა.ბოგვერაძე.

დავით I

(გ. 21. X. 1602), კახეთის მეფე 1601–02, ალექსანდრე II-ის ძე, თეიმურაზ I-ის მამა. გამეფდა სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების შემდეგ. მამა აიძულა ბერად შემდგარიყო; თავის ძმას, გიორგის, თავდაპირველად საუფლისწულო მამული მისცა, ხოლო შემდეგ დააპატიმრა, რადგან მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა. შეთქმულების 17 მონაწილე კი სიკვდილით დასაჯა. არეულობით ისარგებლა ნუგზარ არაგვის ერისთავმა და მეფეს განუდგა. დ. I-მა გამდგარი ერისთავი ისევ დაიმორჩილა და მძევლად შვილი ჩამოართვა. დ. I-ის მეფობის დროს კახეთში ჩამოვიდნენ რუსეთის სახელმწიფოს ელჩები ნაშჩოკინი და ლეონტიევი, რ-ებმაც დ. I-ს რუს. მეფის – ბორის გოდუნოვის ერთგულების "ფიცის წიგნი" მიაღებინეს. ელჩების კახეთში ყოფნის დროს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა.

დ. I-ს ეკუთვნის სპარსულიდან "ქილილა და დამანას" ქაშეფისეული ვერსიის დასაწყისის პროზაული ნაწილის ქართული თარგმანი. ტექსტში ჩართული ლექსები ან არ გადმოუღია, ან პროზად უთარგმნია. ვახტანგ VI-ის ცნობით, დ. I-მა ტექსტი თარგმნა "კუსა და მორიელის" არაკამდე. თარგმანი შემონახულია ორი ხელნაწერით. ლიტ .: ბ ა რ ა მ ი ძ ე ა., ანვარი სოჰაილის ანუ ქილილა და დამანას ქართული ვერსიები, მის წგ.: ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ. ] 1, თბ., 1945; ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967; თ ო დ უ ა მ., "ქილილა და დამანას" საბასეული ვერსია, თბ., 1967; ხ უ ბ უ ა მ., დავითისეული "ქილილა და დამანა" (A ვერსია), «საქართვ. მეცნ. აკადემიის მოამბე», 1946, ტ. 7, # 8. ნ.ასათიანი.

დავით I

ქართლის კათოლიკოსი დაახლ. 947–955 წლებში. იხსენიება "მოქცევაQ ქართლისაQში". წყარო: მოქცევაQ ქართლისაQ, წგ.: შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილის და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979.