დავით II

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(გ. 937), ქართველთა მეფე 923–937, ადარნასე II-ის ძე, მაგისტროსი. ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი. მის დროს ქართველთა სამეფოში ატეხილი შინაფეოდ. შუღლით ისარგებლა ბიზანტ. იმპ. რომანოზ I-მა და არტანუჯის ციხე დაიკავა, მაგრამ დ. II-მ და გურგენ IV ერისთავთერისთავმა შეძლეს ციხის უომრად დაბრუნება. წყარო: კ ო ნ ს ტ ა ნ ტ ი ნ ე პ ო რ ფ ი რ ო გ ე ნ ე ტ ი, De administrando imperio, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, ნაკვ. 2, თბ., 1952. იხ. აგრეთვე სტ-თან დ ა ვ ი თ III. მ.ლორთქიფანიძე.

დავით II

(გ. XI. 1795), იმერე- თის მეფე 1784–89, გიორგი VII-ის ძე, სოლომონ I-ის ბიძაშვილი. ტახტზე ავიდა მსხვილი ფეოდალებისა და კაცია II დადიანის მხარდაჭერით. ამავე დროს ტახტზე პრეტენზიას აცხადებდა სოლომონ I-ის ძმისშვილი დავით არჩილის ძე (შემდგომ სოლომონ II ), რ-იც სოლომონ I-ს ტახტის მემკვიდრედ ჰყავდა გამოცხადებული. 1784 დ. II-მ რუსეთში ელ- ჩები გაგზავნა და იმპერატორს ქვეშევრდომობა სთხოვა. ამით უკმაყოფილო თავადები (პაპუნა წერეთელი, ბერი წულუკიძე და სხვ.) დავით არჩილის ძეს დაუკავშირდნენ და მისი გამეფება მოინდომეს. დ. II-მ მოწინააღმდეგე თავადები გადააყენა და მათ ნაცვლად თავისი ერთგული ხალხი დააწინაურა. ამით ურთიერთობა მათ შორის უფრო გამწვავდა. მოწინააღმდეგე თავადთა პოზიცია გაძლიერდა 1788-იდან, როცა მათ ოდიშის ახ. მთავარი გრიგოლ დადიანიც შეუერთდა. დადიანმა პოლიტ. მიზნით დავით არჩილის ძე თავის დაზე დააქორწინა. მათხოჯის ბრძოლაში (1789) დ. II დამარცხდა და ახალციხის საფა- შოში გაიქცა, დავით არჩილის ძე კი მეფედ გამოაცხადეს სოლომონ II-ის სახელით. 1790 დ. II ოსმალლეკთა ჯარით იმერეთში შეიჭრა, სოლომონ II ტახტიდან ჩამოაგდო და თვითონ გამეფდა. სოლომონმა იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. შემდგომ დ. II ერეკლე II-ის შუამდგომლობით იმერეთში დაბრუნდა, საუფლისწულო მამული მიიღო და ერთხანს იქ ცხოვრობდა. 1792 და 1794 ლეკთა ჯარის დახმარებით კვლავ შეეცადა ტახტის დაბრუნებას, მაგრამ დამარცხდა და ისევ ახალციხის საფაშოში გადაიხვეწა (იქვე გარდაიცვალა). წყარო: დ ა დ ი ა ნ ი ნ., ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962. ლიტ.: ბ უ რ ჯ ა ნ ა ძ ე შ., იმერეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიისათვის 1784–1789 წწ., «ხელნაწერთა ინ-ტის მოამბე», 1960, ტ. 2; მ ი ს ი ვ ე, იმერე- თის სამეფოს საშინაო პოლიტიკა 1789– 1802 წწ., იქვე, 1962, ტ. 4. ო.სოსელია.

დავით II

ი მ ა მ ყ უ ლ ი - ხ ა ნ ი (გ. 1722), კახეთის მეფე 1703– 22, ერეკლე I-ის ძე. დაიბადა და ბავშვობა გაატარა ირანში. 1703- იდან კახეთს განაგებდა როგორც ჯანიშინი (მოადგილე). მისი მმართველობის დროს კახეთში მძვინვარებდა "ლეკიანობა". 1706 ჭარბელაქანში კახელების მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ ლეკებმა ელისენი დაიკავეს და დ. II-მ თავისი რეზიდენცია ყარაღაჯიდან თელავსა და მანავში გადაიტანა (ზაფხულობით მაღაროში იდგა). 1711 ირანში გაემგზავრა და კახეთის მმართველად თავისი ძმა თეიმურაზი და დედა – დედოფალი ანა დატოვა. ამ პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდა კახეთზე ლეკთა თავდასხმები, ფეოდალთა თვითნებობა, გლეხთა ანტიფეოდ. გამოსვლები (იხ. [[ბოდბისა და ბოდბისხევის გლეხთა აჯანყებანი 1699, 1711–16]]). ირანიდან დაბრუნების შემდეგ (1715) დ. II ცდილობდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენას. დაუნათესავდა ქართლის მმართველს იესეს და მისი დახმარებით ცდილობდა ლეკების წინააღმდეგ გალაშქრებას, თუმცა კვლავ დამარცხდა. კახელი ფეოდალები იძულებული გახდნენ ლეკებისათვის ზოგი რამ დაეთმოთ და ქართლსა და აზერბაიჯანში სალაშქრო გზაც მიეცათ. ამავე დროს დაიწყო კახეთის რ-ნებში ლეკების ჩამოსახლება. კახელი გლეხები (განსაკუთრებით გაღმამხარში) მძიმე ფეოდ. ჩაგვრის გამო მასობრივად გადადიოდნენ ლეკების მხარეზე – "ლეკდებოდნენ". ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად დ. II ქართლის მეფეს ვახტანგ VI-ს დახმარებას სთხოვდა, მაგრამ მათი ერთობლივი მოქმედება, მიუხედავად ირან. შაჰის მხარდაჭერისა, ვერ მოხერხდა. დ. II კარგად იცნობდა ქართ. მწიგნობრობას. იცოდა სპარს. ენა და ლიტ-რა, მუსლ. ფილოსოფია და კოსმოგრაფია. წყარო: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან, მის წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, ტფ., 1973. ნ.ასათიანი.

დავით II

(გ. დაახლ. 1429), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1425–26 და 1428; საქართვ. მეფის ალექსანდრე I დიდის ძე. 1417–19 მამამ ბერად შეაყენა მცხეთაში. დ. II-ის პატრიარქად მომზადება და კურთხევა დაევალა კათოლიკოს-პატრიარქ მიქელ VI-ს. 1426 მეფის მიერ ზედგინი- ძეებისადმი მიცემულ წყალობის წიგნში უკვე მოიხსენიება როგორც ქართლის კათოლიკოსი. დ. II, როგორც სამეფო სახლის წევრი, ალექსანდრე I-ის ერთგული თანამ- შრომელი იყო. მონაწილეობდა მტრისაგან დაძაბუნებული ქვეყნის აღდგენაში. 1429 მეფე ალექსანდრეს მიერ სვეტიცხოვლისადმი მიცემულ შეწირულობის წიგნში კათოლიკოსად უკვე თეოდორეა მოხსენიებული. წყარო: ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1892. ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., XV საუკუნის საქართველოს ქრონოლოგიიდან, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966; საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000. ბ.ლომინაძე.