დავლიანიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიანა სევერიანის ასული (დ. 26. XII. 1930, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1992). 1952 დაამთავრა თსუის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი. 1954–55 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში. შეისწავლა და გამოაქვეყნა თმოგვის ციხის მიდამოების სომხ. ეპიგრაფიკული ძეგლები (1959). 1956–90 მუშაობდა ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში. თარგმნილი და გამოქვეყნებული აქვს სომხ. საისტ. მწერლობის არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი შესავალი წერილითა და შენიშვნებით: მხითარ გოშის "ალვანეთის ქრონიკა" (1968), ზაქარია აგულეცის "დღიური" (1979), იაკობ შემახელის "თამაზ ყული-ხანის ლაშქრობანი" (1978), აბრაჰამ ერევანცის "ომების ისტორია" (1976). ეს ნაწარმოებები მოიცავს მდიდარ მასალას საქართვ. ისტორიის შესახებ. აქვს მხატვრული თარგმანიც. 1990–2006 მუშაობდა საქართვ. ტექ. უნ-ტში. კითხულობდა საქართველოს ისტ. კურსს (უძველესი დროიდან XIX ს-მდე). დაჯილდოებულია ი. ჯავახიშვილის საიუბილეო მედლით (1976).

თარგმ . (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): მოსე კალანკატუელის "ალვანთა ქვეყნის ისტორია", თბ., 1985; მხითარ აირივანელის "ქრონოგრაფიული ისტორია", თბ., 1990.

თხზ. : Значение армянских источников ХVIII века для истории Грузии, Тб., 1985.

დავლიანიძე

სერგი სიმონის ძე (15. VI. 1905, სოფ. სხვავა, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 25. VIII. 1967, მორდვეთი, რუსეთი), საბჭოთა გენერალ-მაიორი (1945), სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომისარი (1943), 1928-იდან იყო საქ. სსრ შს სახალხო კომისარიატის კონტრდაზვერვის I განყ-ბის უფროსი, 1940-იდან – შს სახალხო კომისრის მოადგილე, 1940–44 – სსრკ შს სახ. კომისარიატის საგზაო ტრანსპორტის განყ-ბის უფროსი ამიერკავკ. რკინიგზაზე, 1944–48 – სსრკ შს და სახელმწ. უშიშროების ორგანოების უფროსი ჩრდ. კავკასიაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრ- ძოლო ორდენები და მედლები. ლ.დოლიძე.