დავლური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული ხალხური ჯგუფური (მასობრივი) ცეკვა. სრულდება ნელი დავლით, ნარნარი მიხრა-მოხრით, საზეიმო განწყობილებით. მისი კომპოზ. აგებულება (მწკრივების შექმნა, დაშლა, წყვილებად დაყოფა, წრეზე წინსვლა) დამახასიათებელია ბევრი სხვა ქართ. ჯგუფური ცეკვისთვისაც. დასასრულ, გადადის წყვილთა ცეკვა "ქართულში". სრულდება დუდუკის ან გარმონისა და დოლის თანხლებით. დ-ის მუს. ზომაა 6/8. გამოყენებულია ქართვ. კომპოზიტორთა ნაწარმოებებში (მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი", დ. არაყიშვილის "თხზულება შოთა რუსთაველზე" და სხვ.). ლ.გვარამაძე.