დათვა-ბოყვა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დათვა-ბოყვა.

ხის საკეტი აჭარაში. შემადგენელი ნაწილებია: ფიცარი, ურდული, კბილები და გასაღები. დ.-ბ. სასიმინდის საკეტად იხმარება. კარის ბოყვზე მოჭედილი ფიცარი ორ წყებადაა ამოღარული. პირველი, ზემოთა ღარი, განკუთვნილია "კბილების" სამოძრაოდ, მეორე, ქვემოთა ღარი – ურდულის შესაყრელად. ამავე ტიპისაა გურიაში დამოწმებული "დათვი" და სამეგრელოში გავრცელებული "ბორქომი", აღმ. საქართველოში (ქართლი) – "ვენახის ურდული" და "საფშველი" (შიდა ქართლი), ასეთივე სამკბილიანი საკეტი ცნობილი იყო სომხეთსა და ჩრდ. ოსეთში, ძვ. ეგვიპტესა და ბაბილონში, რომში, საბერძნეთში და შუა საუკუნეებში – ხმელთაშუა ზღვის აღმ. აუზში. დ.-ბ. და მისი მსგავსი საკეტები წარმოშობით წინააზიურია (შუმერი- ბაბილონი).

ლიტ .: ჩ ი ტ ა ი ა გ., აჭარული დათვა- ბოყვა, «საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1940, ტ. 10 B. ჯ.რუხაძე.