დათვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მურა დათვი.

(Ursus), ძუძუმწოვრების გვარი დათვისებრთა ოჯახისა. ზოგიერთი წარმომადგენლის სხეულის სიგრძეა 3 , მასა 700 კგ - მდე. აქვს ხშირი ბალნით შემოსილი სხეული, მძლავრი, ხუთთითა კიდურები, დიდი თავი, მოკლე კუდი. ძირითადად ტყის ბინადარია. სამხრეთის სახეობები შერეული საკვებით იკვებებიან. მრავლდებიან 3–4 წლის ასაკში. მაკეობა 7 თვემდე გრძელდება. სიცოცხლის ხანგრძლივობა 30–40 წელია. გვარში 4 სახეობაა. საქართველოში ბინადრობს მურა დათვის სამი ქვესახეობა: სირიული მურა დ., ჩვეულებრივი მურა დ. და კავკასიური მურა დ. ი.ელიავა.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დათვი&oldid=3802-დან“