დათვის სოკო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დათვის სოკო.

ძ ი რ ბ უ კ ა (Boletus edulis), ქუდიანი სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა. მისი ქუდის დიამეტრი 20 სმ , ზოგჯერ მეტიცაა. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრია, შემდეგ რამდენადმე გაშლილია; ფერად – მოთეთროდან მუქ მურამდე. ქუდის ქვედა მხარეს განვითარებულია წვრილნასვრეტებიანი მილების შრე. ფეხის სიგრძე 12 სმ -მდეა, სისქე – 6 სმ -მდე. ძირში ბოლქვისებრია, შემდეგ კი თითქმის ცილინდრული, თეთრი ან ღია მურა; ზედაპირზე ახასიათებს თეთრი ბადისებური გამოსახულება. რბილობი თეთრია და სასიამოვნო სუნი აქვს. ზაფხულ-შემოდგომით იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული. საჭმელი სოკოა. ი.ნახუცრიშვილი.