დათვობანა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პანტომიმური ხასიათის სანახაობა სიმღერის თანხლებით, მისნური ცეკვის გადმონაშთი. წარსულში მართავდნენ ხოლმე ქალები. ყველიერის დროს დათვად შენიღბული ბერიკა ქალი ჩადგებოდა ფერხულში და ბაძავდა დათვის იმ მოძრაობებს, რებიც სიმღერაში იხსენიებოდა.