დათუაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პაატა ნასყიდას ძე (5. VIII. 1954, ყვარელი, – 25. I. 1995, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში), გენერალ-მაიორი (1992). დაამთავრა თბილ. უმაღლესი სამხ.–საარტ. სამეთაურო სასწავლებელი (1975), მოსკ. მ. კალინინის სახ. სამხ.-საარტ. აკადემია (1988). 1975–85 მსახურობდა ბელორუსიის სამხ. ოლქში, გერმანიაში საბჭ. ჯარების ჯგუფ- ში, თურქმენეთის სამხ. ოლქში, ავღანეთში. 1988–90 ბაიკალისპირეთის სამხ. ოლქში მეთაურობდა რეაქტიულ დივიზიონს. 90-იანი წლების დამდეგს დ. თანამებრ- ძოლებთან ერთად სათავეში ედგა საქართვ. შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესს. 1991 დაინიშნა საქართვ. რესპ. ეროვნ. გვარდიის არტილერიის უფროსად. 1992-იდან იყო საქართვ. რესპ. შეიარაღებული ძალების მთ. შტაბის უფროსის მოადგილე, 1992–93 მე-2 მექანიზებული კორპუსის მეთაური. 1993–94 იყო საქართვ. რესპ. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის გენშტაბის აკადემიაში. დაიღუპა იქვე ტერორისტული აქტის დროს. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1993). ლ.დოლიძე.