დათუნას ეკლესია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დათუნას ეკლესია. X – XI სს. დაღესტანი.

ბახტაძე. დათუნას ეკლესია, ხუროთმოძღვრების ძეგლი, X–XI სს. მიჯნის ქრისტიანული ეკლესია დაღესტანში, სოფ. დათუნას მახლობლად (თლიარატის რ-ნი), მდ. ავარიის ყოისუს მარცხ. ნაპირზე, ვიწრო, კლდოვან ხეობაში. წარმოადგენს გეგმით სწორკუთხა ერთნავიან შენობას. შემოსილია სუფთად გათლილი ქვის კვადრებით. აღმ-ით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. ნაგებობა მაღალი და მოხდენილია, პროპორციები – დახვეწილი. ინტერიერში კედლები დანაწევრებულია საფეხურებიანი პილასტრებით, რ-ებზედაც დაყრდნობილია კედლების მიმდებარე ყრუ თაღები და კამარის საბჯენი თაღები. ეკლესიას 3 შესასვლელი აქვს, რ-თაგან მთავარია დასავლე- თისა. ძეგლის დეტალური არქიტ. შესწავლის შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი ნიშნები, რ-ებიც მიუთითებს მის ორგ. კავშირზე შუა საუკ. ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებასთან. დ . ე. საქართველოსა და დაღესტანს შორის ისტ. და კულტ. ურთიერთობის დამადასტურებელი ერთადერთი ძეგლი როდია. ავარიის ტერიტორიაზე მრავალი ქრისტ. ძეგლია, რ-ებზედაც ამოკვეთილია ქართული ან ქართ. ასოებით შესრულებული ორენოვანი წარწერები. ასევე აღმოჩენილია წარწერიანი ქვაჯვრებიც.

ლიტ .: Ш м е р л и н г Р. О., Церковь в с. Датуна в Дагестане, «მაცნე», 1968, №2.