დათუნაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ი. დათუნაშვილი.

ილია ილიას ძე (დ. 1. IX. 1937, ბათუმი), სპორტსმენი (ფეხბურთი), სსრკ სპორტის ოსტატი. 1959–67 იყო თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 220 მატჩი (47 გოლი), 1964 თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში მოიპოვა სსრკ ჩემპიონის ოქროს მედალი (ფინალურ მატჩში გაიტანა 2 გოლი), ორჯერ იყო სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962, 1967). 1966 წელს გახდა სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი (20 გოლი). იმავე წელს დაამყარა საფეხბურთო რეკორდი – ერევნის "არარატთან" მატჩის დროს 23 წუთის განმავლობაში გაიტანა 5 გოლი, რისთვისაც გაზეთ "თბილისის" სპეც. პრიზი, "ოქროს ბუცი" დაიმსახურა. ორჯერ იყო დასახელებული სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში.