დათუნა არაგვის ერისთავი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისთავი 1632–34. ნუგზარ ერისთავის ძე. არაგვის ერისთავი მას შემდეგ გახდა, რაც თეიმურაზ I-ის ბრძანებით დათუნას უფროსი ძმა ზურაბი მოკლეს. დათუნამ თავიდანვე ქართლში მოსული როსტომხანის (იხ. როსტომი ) საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა. არაგვის ერისთავს ქართლის ვალის შურისძიების ეშინოდა, რადგან თავის დროზე დათუნას ძმამ, ზურაბმა როსტომის ძმისშვილი, სიმონხანი მოკლა. მიუხედავად ამისა, როსტომ-ხანმა დათუნასთან კარგი ურთიერთობის დამყარება სცადა, მაგრამ დათუნა მაინც მის მოწინააღმდეგედ და თეიმურაზ I-ის მოკავშირედ რჩებოდა. როსტომ-ხანმა დათუნა მუხრანში მიიპატიჟა და ნადიმის დროს მოაკვლევინა, რის შემდეგაც არაგვის ერისთავი გახდა მისი უმცროსი ძმა ზაალი.

წყარო: გ ო რ გ ი ჯ ა ნ ი ძ ე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2; ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ე გ ნ ა ტ ა შ ვ ი ლ ი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება. პირველი ტექსტი, იქვე, ტ. 2, თბ., 1959; ცხოვრება საქართველოQსა (პარიზის ქრონიკა). ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გ. ალასანიამ, თბ., 1980. მ.ბახტაძე.