დაირა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაირა.

აღმოსავლური დასარტყამი საკრავი, ამიერკავკასიაში გავრცელებულია უძველესი დროიდან. წარმოადგენს ხის ვიწრო რკალს, რ-საც ცალ მხარეს თხის ტყავი ან თევზის ბუშტის აპკი აქვს გადაკრული. საკრავის ასაჟღერებლად რკალის შიდა მხარეს ჩამოკიდებულია სპილენძის ან ვერცხლის ეჟვნები, პატარა რგოლები, მონეტები ან ბალთები. დ-ის რკალის დიამეტრია 350–490 მმ , სიმაღლე – 40–60 მმ, სისქე – 8–9 მმ. დ. ხალხ. ცეკვებისა და სიმღერების თანმხლები რიტმული საკრავია. იყენებენ პროფ. საკრავიერ და ვოკალურ-საკრავიერ ანსამბლებშიც. უჭირავთ ორი ხელით და უკრავენ თითებითა და ხელისგულით. სუფთა და მკაფიო ხმოვანებისათვის დაკვრის წინ შეათბობენ ხოლმე. დ. გვხვდება როგორც საისტ. ცნობებში, ისე მხატვრულ ლიტ-რაში, "დაფის" სახელწოდებითაც.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დაირა&oldid=3823-დან“