დაისელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანლერ [ნამდვ. სახელი და გვარი – ივანე სერგოს ძე ბ ა ბ უ ა ძ ე (1901–1937)], პოეტი. 1927-იდან სწავლობდა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე. წერდა პატრ. ლექსებს. ავტორია პოეტური კრებულებისა: "მზის სისხლი" (1926); "გული და დღეები" (1927); "გუშინ და ხვალ" (1928). ცალკე წიგნად გამოვიდა მისი მოთხრობა "ლივილა" (1927). დ. იმსხვერპლა პოლიტიკურმა რეპრესიებმა.

ლიტ .: ც ი ც ი შ ვ ი ლ ი გ., მისი საფიქრალი იყო საქართველოს თავისუფლება, «სახალხო განათლება», 1990 წ. 17 ივლ. რ.კვერენჩხილაძე.