დალარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ. დალარის (ნენსკრის მარჯვ. შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზ. დ. 3988 . აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. ს.ნემანიშვილი.

დალარი

უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარეების დალარისა (ნენსკრის მარჯვ. შენაკადი) და უზუნკოლის (ყუბანის სისტემა) სათავეებში. სიმაღლე ზ. დ. 3291 მ . აგებულია კრისტალური ქანებით. დამახასიათებელია ალპ. და სუბნივალური ლანდშაფტი. საცალფეხო ბილიკით აკავშირებს ზემო სვანეთს ყარაჩაი-ჩერქეზეთთან.

დალარი

სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტის ქვემო ოროზმანის თემში (ქვემო ქართლის მხარე), დმანისის პლატოზე, მდ. მაშავრის (ხრამის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 1150 , დმანისიდან 4 კმ . 313 მცხ. (2002).