დალაქიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თ. დ ა ლ ა ქ ი შ ვ ი ლ ი (ავტორთა ჯგუფთან ერთად). ჰიდრომშენებელთა საცხოვრებელი სახლი. ვიეტნამი. 1977.

თამაზ არქიფოს ძე (დ. 22. IX. 1937, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (2005). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1961). მუშაობდა "საქქალაქმშენსახპროექტში" (1961–64), თბილ. ზონალურ საპროექტო- ექსპერ. ინ-ტში (1964–65; 1969–81), "თბილქალაქპროექტში" (1982–90). 1991–97 იყო საქართვ. არქიტექტორთა კავშირის შემოქმედებით- საწარმოო გაერთიანება "არქფონდის" მთავარი მხატვარ-დიზაინერი. ძირითადი ნამუშევრები: დასახლება დებელე გვინეის რესპუბლიკაში (გ. ბერიძესთან, დ. გრძელიძესა და კ. ხატიაშვილთან ერთად; 1971–74), ენგურჰესის მშენებელთა საცხოვრ. სახლი თბილისში, ჭავჭავაძის პროსპექტზე (გ. ბიჭიაშვილთან, ზ. კოპალაძესა და ო. დარჩიევთან ერთად; 70- იანი წწ.), ჰიდრომშენებელთა დასახლება ვიეტნამში მდ. დაზე (ა. ღოღობერიძესთან, ა. ჯაფარიძესა და ა. ქურდიანთან ერთად; 1976–81); ბავშვთა საგანმ.- კულტ. ცენტრი ნასოფლარ ავენისში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი; ბ. გოცირიძესთან, ი. ვაჩეიშვილთან, დ. თოფურიძესა და ა. ჯაფარიძესთან ერთად, 1987; საქართვ. არქიტექტურის I საერთაშ. ბიენალე, გრან-პრი, 1988); საქართვ.- ბულგ. საზ.- კულტ. ცენტრი ქ. სოფიაში (თანაავტორი ა. ჯაფარიძე, 1988); არტ-ბიზნესცენტრი თბილისში, კ. აფხაზის ქუჩაზე (თანაავტორი ა. ბახტაძე, 1997). ს.კინწურაშვილი.




სარჩევი

დალაქიშვილი მიხეილ სიმონის ძე

მ. დალაქიშვილი.

[15(28). VIII. 1904, სოფ. ჭელიაღელე, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 24. I. 1983, თბილისი], აგრონომი. სოფ. მეურნ. მეცნ. კანდიდატი (1939), დოცენტი (1940). დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის აგრონ. ფაკ-ტი (1931). 1956–74 იყო საქართვ. ი. ლომოურის სახ. მიწათმოქმედების სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი. 1949–50 დას. საქართვ. დაბლობ რ-ნებში საშემოდგომო ხორბლის შესწავლასა და წარმოებაში მათი შედეგების დანერგვასთან დაკავ- შირებით გამოქვეყნებული სამეცნ. ნაშრომებისათვის 1951 მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია. აქვს 3 გამოგონება სასათბურე მეურნეობაში თერმული წყლების გამოყენების დარგში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. გ.თოდუა.







დალაქიშვილი ნარიმან ვარლამის ძე

(25. X. 1906, სოფ. ჭელიაღელე, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 20 III. 1982, თბილისი), საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი (1954). 1936 დაამთავრა ვ. პოდბელსკის სახ. კავშირგაბმულობის აკად. სამხ. ფაკ-ტი მოსკოვში. 1940–45 იყო 24-ე, მე-3 შორსმოქმედი ავიადივიზიის (შემდეგ გვარდიული კორპუსის) კავშირგაბმულობის უფროსი. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა მოსკოვთან, სტალინგრადთან, ლენინგრადთან და სხვ. 1945–64 მსახურობდა სსრკ შეიარაღებულ ძალებში. 1964-იდან თადარიგში იყო. დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით. ლ.დოლიძე.




დალაქიშვილი ნოდარ ოთარის ძე

(დ. 18. III. 1950, გორი), პოლიციის გენერალ-მაიორი (2001). 1972 დაამთავრა გორის პედ. ინტი, 1992 – სსრკ შს სამინისტროს მოსკ. მილიციის უმაღლესი სკოლა. 1994–96 მუშაობდა გორის შს სამმართველოს უფროსად, 1996–2002 იყო საქართვ. შს სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეოს მთ. სამმართველოს უფროსი. საქართველოს შსს დამსახურებული მუშაკი (2001), დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1999). ლ.დოლიძე.




დალაქიშვილი ცარუ მიხეილის ასული

ც. დალაქიშვილი.

(10. II. 1937, თბილისი, – 21. III. 1996, იქვე), ფარმაკოქიმიკოსი. ფარმაც. მეცნ. დოქტორი (1993), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2004). 1960 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1960-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ი. ქუთათელაძის სახ. ფარმაკოქიმ. ინტის ფიტოქიმიის განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1986– 96 იყო წამყვანი მეცნიერი-თანამ- შრომელი (ფიტოქიმიის განყ-ბის, ლიპიდების ლაბორატორიის გამგე).

დ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, მ. შ. 2 მონოგრაფიისა.

თხზ .: Фитохимическое исследование морозника აбхазского, Тб., 1978 (თანაავტ. Э. Кемертелидзе); Биологически активные липиды некоторых растений, произрастающих в Грузии, Тб., 1996 ( თანაავტ. Э. Кемертелидзе).