დალეჯიო დ'ალესიო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Dalegio d’Alessio) ევგენი (7. X. 1888, სტამბოლი, – გ. წ. უცნობია), იტალიელი მკვლევარი, წარმოშობით წარჩინებულ ვენეციელთა საგვარეულოდან. განათლება სტამბოლში მიიღო. ოცი წლისა იყო, როდესაც ისტ. გამოკვლევებს ბეჭდავდა სტამბოლის ცნობილ გაზ. "ლა ტიურკი"-ში ("La Turquie"). მუშაობდა არქეოლოგიაშიც. 1918, როდესაც სტამბოლში საქართვ. დიპლ. მისია ჩავიდა, გაიცნო მისი წევრები და მდივნად დაიწყო მუშაობა. შემდეგ ამავე თანამდებობაზე მუშაობდა საქართვ. საკონსულოში. საქართველოთი დაინტერესებულმა იმოგზაურა ჩვენს ქვეყანაში, ისწავლა ქართ. ენა, გაეცნო ქართვ. საზ-ბას, ქართ. ერის კულტურასა და ცხოვრებას. სტამბოლში დაბრუნების შემდეგ შეუდგა აქ გადმოხვეწილი ქართველების წარსულის შესახებ ცნობების შეგროვებას. ფრანგულ ენაზე დაწერა ნარკვევი "ქართველები კონსტანტინოპოლში" (სტამბოლი, 1921). ამ ნაშრომში განხილულია საქართველობიზანტიის ურთიერთობა, მოცემულია ოსმალეთში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა, მათი პოლიტ. და ეკონ. მდგომარეობა, ქართ. ენა და ქართ. წესები, აღწერილია აგრეთვე ქართველების ახალშენი სტამბოლში, სასაფლაო, ფერი-კვეის ქართ. სავანე და სხვ.

თხზ .: ქართველები კონსტანტინოპოლში და სპარსეთში, თბ., 1990. ც.ყიფიანი.