დალოცვა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხალხური პოეტური შემოქმედების ერთ-ერთი უძველესი ჟანრი. უკავშირდება საწესჩვეულებო, საკულტო-რიტუალურ ტექსტებს. მოგვიანებით ფართოდ გავრცელდა საქორწინო და სუფრული დ-ები, რ-ებსაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა მესტვირეთა რეპერტუარში. მესტვირული დ. უმთავრესად შაირის სალექსო საზომზეა აგებული. მაგ.: "უფალმა ღმერთმა შენ მოგცეს ოჯახი საძირკვლიანი, ხარი-კამეჩი გუთნებით, ურმები სავსე ძნიანი. იმყოფებოდე ხალხმრავლად, დედ-მამა-რძლიან-ძმიანი, ლამაზი შემოგეყვანოს– მშვენიერი და ჭკვიანი". ლიტ .: ქართული ხალხური პოეზია თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1979. ჯ.ბარდაველიძე.