დამბაჩა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დამბაჩა.

მოგრძოლულიანი პატარა ცეცხლსასროლი იარაღი, ძველებურად "ხელმეხი" (გურულად – "ფიშტო"). მოწინააღმდეგეს აზიანებდა მოკლე მანძილზე (50–70 მ -მდე). დ-ის ჩახმახს კაჟს უკეთებდნენ – "ხრეისის ქვეით, ითხრების კაჟი ჩახმახისა ფრიად კარგი" (ვახუშტი ბატონიშვილი). საქართველოში დ-ს ამზადებდნენ ერეკლე I-ის მიერ დაარსებულ თოფხანაში (არსენალში) და სოფ. ტყვიავში – ქართვ. მეფეთა თოფხანაში. მაჭახელაში (აჭარა) დამზადებულმა საუკეთესო დ-მ სახელი გაითქვა მთელ საქართველოსა და თურქეთში. რევოლვერის გამოგონებისთანავე დ. ჩოხაახალუხისა და ოჯახის სამკაულად იქცა.

ლიტ .: კ ა ხ ა ძ ე ნ., მაჭახელის ხეობა, თბ., 1974. კ.ჩოლოყაშვილი.