დამია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტის დამია-გიაურარხის თემში (ქვემო ქართლის მხარე), ლოქის ქედის ჩრდ. ბორცვიან მთისწინეთში. ზ. დ. 620 , მარნეულიდან 25 კმ, სადახლოდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 7 კმ. 334 მცხ. (2002).

სოფლის ტერიტ. წინა ფეოდ. ხანიდანაა დასახლებული (გორანამოსახლარი, კერამ. ნაწარმი). შემორჩენილია გვიანდ. ფეოდ. ხანის ეკლესია, რ-ის კედლების წყობაში ჩანს ადრინდ. და შუა ფეოდ. ხანის არქიტ. დეტალები. დ-ის ახლანდ. სომხ. მოსახლეობის წინაპრები აქ XIX ს. I ნახევარში დასახლდნენ. დ.ბერძენიშვილი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დამია&oldid=2194-დან“