დამი-გაია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დ ა მ ი რ გ ა ი ა, ნეოლით- ბრინჯაოს ხანის პირველყოფილი ადამიანის ხელოვნების უნიკალური ძეგლი. მდებარეობს სოფ. კასუმლოს (მარნეულის მუნიციპალიტეტი) სამხრ-ით, 1,2 კმ -ზე – კლდის მოზრდილ მონაკვეთზე (ზომა 6,5 × 3 ) დადასტურებულია კლდის მხატვრობა. ღია ნაცრისფერი კლდის შიდა მხარე გამოქარულია, აქვს ნახევარსფერული თაღისებრი ფორმა და მთლიანად მოხატულია მუქი წითელი საღებავით (ოქრით). ნახატები (ზომა 10 × 15 სმ ) შესრულებულია სტილიზებულად და სქემატურად. დიდი ნაწილი წაშლილია, ზოგი კარგადაა შემორჩენილი. თვალსაჩინოა ირმის, თხის, გველისა და სხვ. გამოსახულებანი, რ-ებიც ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებული არ ჩანს.

ლიტ.: მ ე ნ ა ბ დ ე მ., კ ი ღ უ რ ა ძ ე თ., ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის 1980–81 წლების მუშაობის შედეგები, წგ.: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, XIII, თბ., 1986. თ.კიღურაძე.