დამნაზე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაზთა (ეგრისის) მეფე (Vს. II ნახ.–523), გუბაზ I-ის შვილი და წათე I-ის მამა. ბიზანტიის საპირისპიროდ, ირანს ემხრობოდა. დ-ს გარდაცვალების შემდეგ მისმა ძემ, წათემ, უარყო მაზდეანობა, ქრისტიანობას ეზიარა და იუსტინე კეისრისაგან ხელდასმული დაჯდა ეგრისის სამეფო ტახტზე.

წყარო: ი ო ა ნ ე მ ა ლ ა ლ ა, ქრონოგრაფია, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, ტფ., 1936. დ.ლეთოდიანი.