დამოუკიდებელი ნაციონალდემოკრატიული პარტია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაარსდა 1918 სექტემბერში ეროვნულ- დემოკრატიულ პარტიას ჩამოშორებული ჯგუფის (მ. მაჩაბელი, დ. ვაჩნაძე, რ. გაბაშვილი, გ. ვეშაპელი, ვ. წერეთელი, შ. ქარუმიძე, ი. ელიაშვილი, დ. ჯავახიშვილი) ძალისხმევით. ორგანიზაციის ხელმძღვანელად გ. ვეშაპელი აირჩიეს, მასვე მიანდეს ახალდაარსებული გაზ. "კლდის" გაძღოლაც. გ. ვეშაპელი იყო რედაქტორი პარტიის ყველა პერიოდული გამოცემისა – "სალი კლდე", "პიტალო კლდე", "ნაციონალისტი", "მიწა", რ- ებიც ერთმანეთის მონაცვლეობით 1918– 21 წლებში გამოდიოდა.

ეროვნ.-დემოკრატთაგან გამოყოფის მიზეზი გახდა საქართვ. ეროვნ. საბჭოში ედპ-ის საპარლამენტო ფრაქციის რეორგანიზაცია. მსოფლმხედველობრივად როგორც ედპ, ისე მისგან გამოყოფილი ნაციონალ-დემოკრატები ერთსა და იმავე საფუძველზე იდგნენ, სხვაობა უმთავრესად ტაქტიკურ საკითხებში შეიმჩნეოდა. დ. ნ.-დ. პ. იცავდა ქართვ. მიწათმოქმედთა – სოფლის მეურნეთა და მიწის მესაკუთრეთა – ინტერესებს. პარტიის პირველადი ორგანიზაციები საქართვ. თითქმის ყველა კუთხეში მოქმედებდა. საქართვ. დამფუძნებელი კრების 1919 არჩევნებში დ. ნ.-დ. პ-მ ცალკე მიიღო მონაწილეობა ეროვნ. პარტიის სახელწოდებით, მაგრამ სადეპუტატო მანდატის მოპოვება ვერ შეძლო. დამატებითი არჩევნების შედეგად უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები გახდნენ გ. ვეშაპელი და შ. ქარუმიძე.

1920 ოქტ-ში მოიწვიეს პარტიის პირველი კონფერენცია, მიიღეს პროგრამა და აირჩიეს მთ. კომიტეტი (გ. ვეშაპელი, შ. ქარუმიძე, მ. იშხნელი, გ. წინამძღვრიშვილი, ნ. მაღალაშვილი, ს. კაკაბაძე და სხვ.). თბილ. ორგანიზაციას სათავეში ედგა პოეტი გ. ლეონიძე , ქუთაისისას – მწერალი ნ. ლორთქიფანიძე . კონფერენციის შემდეგ პარტიას სახელი შეუცვალეს და მიწის მესაკუთრეთა ეროვნ. პარტია უწოდეს.

1921 წ. იანვარში მიწის მესაკუთრეთა ეროვნ. პარტია რადიკალ- დემოკრ. გლეხთა, ედპ-სა და უპარტიოთა კავშირთან ერთად საქართვ. დემოკრ. პარტიაში გაერ- თიანდა. ო.ჯანელიძე.