დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ)

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაცია – სსრ კავშირის ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება. დაფუძნდა 1991 წ. 8 დეკ. ბელორუსიის რესპ., რსფსრ-ისა და უკრ. რესპ. უმაღლესი თანამდებობის პირთა ხელმოწერილი შე- თანხმების საფუძველზე. 1991 წ. 21 დეკ. 11 სუვერენული სახელმწიფოს – აზერბაიჯანის, ბელორუსიის, თურქმენეთის, მოლდავეთის, რუსეთის ფედერაციის, სომხეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთის რესპუბლიკების მეთაურებმა (გარდა ბალტიის სახელმწიფოებისა და საქართველოსი) ალმა-ათაში ხელი მოაწერეს ზემოხსენებული შეთანხმების დამატებით ოქმს, რ-შიც აღინიშნა, რომ 11 სახელმწიფო თანასწორუფლებიან საწყისებზე აფუძნებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას – დსთ-ს. ასევე ერთსულოვნად იქნა მიღებული ალმა-ათის დეკლარაცია, რ-ის თანახმად სახელმწიფოებმა დაადასტურეს თავიანთი სურვილი, ითანამშრომლონ სხვადასხვა სფეროებში. დსთ-ის წესდების თანახმად, ორგანიზაცია მოქმედებს საერთაშ. სამართ. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების მიხედვით. გაერთიანების ძირითადი მიზნებია: თანამშრომლობის განხორციელება პოლიტ., ეკონ., ეკოლ., ჰუმანიტარულ, კულტ. და სხვა სფეროებში; საერთო ეკონ. სივრცის, სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ფარგლებში მონაწილე სახელმწიფოების ყოველმხრივი და დაბალანსებული ეკონომიკური და სოციალური განვითარება; ადამიანის ძირითადი უფლებისა და თავისუფლების უზრუნველყოფა საერთაშ. სამართ. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად და სხვა. წესდების თანახმად, თანამეგობრობის მიზნების მისაღწევად, მონაწილე სახელმწიფოები თავიანთ ურთიერთობებს აგებენ ურთიერთდაკავშირებული და თანაბარი პრინციპების შესაბამისად. ეს პრინციპებია: მონაწილე სახელმწიფოების სუვერენიტეტი, ერთა თვითგამორკვევის განუყოფელი უფლება და გარედან ჩარევის გარეშე თავიანთი ბედის განკარგვის უფლების პატივისცემა; სახელმწ. საზღვრების ურღვევობა, არსებული საზღვრების აღიარება და უკანონო ტერიტ. პრეტენზიების უარყოფა; სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და სხვისი ტერიტორიის დანაწევრებაზე მიმართულ რაიმე ქმედებაზე უარის თქმა; დავის განხილვა იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას საერთაშ. მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სამარ- თლიანობას; საერთაშ. სამართლის უზენაესობა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში; ერთმანეთის საშინაო და საგარეო საქმეებში ჩაურევლობა და ა.შ.

ძირითადი ორგანოებია: დსთის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ ი ს მ ე თ ა უ რ თ ა ს ა ბ ჭ ო , მ თ ა ვ რ ო - ბ ე ბ ი ს მ ე თ ა უ რ თ ა ს ა ბ ჭ ო , ს ა გ ა რ ე ო ს ა ქ მ ე თ ა მ ი ნ ი ს ტ რ ე ბ ი ს ს ა ბ ჭ ო დ ა ე კ ო ნ ო მ ი კ უ რ ი ს ა ბ ჭ ო. საბჭოების სხდომებს რიგ-რიგობით თავმჯდომარეობენ (რუს. ანბანის შესაბამისი თანამიმდევრობით) წევრი სახელმწიფოები. ორგანიზაციის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს მ უ დ მ ი ვ მ ო ქ მ ე დ ი ს ა მ დ ი ვ ნ ო – ა ღ მ ა ს კ ო მ ი, შტაბბინა განლაგებულია მინსკში; აღმასკომის წარმომადგენლობა ფუნქციონირებს ასევე მოსკოვში. მიუხედავად დეკლარირებული მიზნებისა, თავიდანვე თანამეგობრობა დსთ-ის წევრ სახელმწიფოებში აღქმული იყო, ერთი მხრივ, სსრკ-ის აღდგენის გარკვეულ მცდელობად, ხოლო, მეორე მხრივ, ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკების ცივილიზებული "გაყრის" მექანიზმად. ამიტომაც, თავდაპირველად, საქართველო არ მიისწრაფოდა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისაკენ, მაგრამ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში არსებული ისტ. ვითარების (მარცხი აფხაზეთის ომში, სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად საქართველოში არსებული უმძიმესი ეკონ.-სოც. პირობები) და რუსეთის გამუდმებული ზეწოლის პირობებში, 1993 წ. 8 ოქტ. საქართველომ მიმართა დსთ-ის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს დსთში საქართველოს გაწევრიანების წინადადებით, რაც ძალაში შევიდა 1993 წ. 3 დეკემბერს. აღსანიშნავია, რომ დსთ-ის ფარგლებში, საქართველომ მოახერხა მიღება ისეთი დოკუმენტებისა, სადაც ხაზგასმულია საქართველოს ტერიტ. მთლიანობა და საზღვრების ურღვევობა (კერძოდ, 1996 წ. 31 იანვრის დსთ-ის სამიტის დადგენილება). 2008 აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა სამხ. აგრესია, საქართვ. ტერიტ. განუყოფელი ნაწილების ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მის მიერვე შექმნილი მარიონეტული რეჟიმების ე.წ. "დამოუკიდებლობის" აღიარება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს აფხაზეთში (საქართველო) დსთ-ის ე.წ. "კოლექტიური სამშვიდობო ძალების" (დაკომპლექტებული იყო მხოლოდ რუს. ფედერაციის სამხ. მოსამსახურეებით) საფარქვეშ რუს. სამხ. ქვედანაყოფების მონაწილეობა საქართველოს წინააღმდეგ სამხ. აგრესიის მომზადებასა და განხორციელებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართვ. პრეზიდენტმა – მ. სააკაშვილმა 2008 წ. 12 აგვ. გააკეთა განცხადება დსთ-იდან საქართვ. გამოსვლის თაობაზე. 2008 წ. 14 აგვ. საქართვ. პარლამენტმა ერთხმად (117 ხმით) მიიღო დადგენილებები ამ საკითხთან დაკავ- შირებით.

2008 წ. 18 აგვ. საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოტით აცნობა დსთ-ის აღმასრ. კომიტეტს საქართვ. პარლამენტის აღნიშნული დადგენილებებისა და დსთ-იდან საქართვ. გამოსვლის შესახებ. შესაბამისად, 2008 წ. 18 აგვისტოდან საქართველომ თავიდან მოიხსნა დსთ-ის წევრობიდან გამომდინარე ყველა ვალდებულება. დსთ-ის წესდების (მ.9) თანახმად, 2009 წ. 18 აგვისტოსათვის დასრულდა დსთ-იდან საქართვ. გამოსვლის ფორმალური პროცედურა. ამავე დროს, სახელშეკრულებო სამართ. შესახებ ვენის 1969 წ. კონვენციის თანახმად, საქართველოსთვის ძალაში დარჩა დსთის ფარგლებში დადებული რიგი საერთაშ. მრავალმხრივი შეთანხმება, რ-ებშიც მონაწილეობა არ არის შეზღუდული დსთ-ის წევრობით. მათ შორის, შეთანხმება დსთ-ის მონაწილე სახელმწიფოთა მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ, შეთანხმება თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ, კონვენცია სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართ. საქმეებზე სამართ. დახმარებისა და სამართ. ურთიერთობის შესახებ და ა.შ.