დამპალა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადგილი ქართლში, მუხრანის ველზე. ქართულ დოკუმენტურ წყაროებში XVI ს-იდან იხსენიება. 1669 დოკუმენტით ("წილკნის ღმრთისმშობლის სამწყსოს სიგელი") სამუხრანბატონოში არსებული დ. წილკნის ეპარქიის სარგო ყოფილა. სამუხრანბატონოს დ-ს ვახუშტი ბატონიშვილი დამპალეთად იხსენიებს. 1945 დ-ს ვაზიანი ეწოდა. წყარო: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970; ტ. 8, თბ., 1973. ზ.ცინცაძე.

დამპალა

ისტორიული პუნქტი კახეთის სამეფოში. ვახუშტი ბატონიშვილი დ-ს "იორის მდინარისათვის და მის ქვეყანათა" აღწერისას ახსენებს. იორის პირას მდებარე დ-ში ყოფილა კახეთის მეფეთა სასახლე "საზამთროდ ნადირობისათვის, არჩილ ა∼მეფისამდე, კეთილს ადგილს, შუენიერს, წყაროიანსა". ვახუშტი ბატონიშვილს დ. კახეთის სოფლების სიაში, როგორც დასახლ. პუნქტი, შეტანილი არა აქვს.

წყარო: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ზ.ცინცაძე.