დამღა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დამღა. ვერცხლის სასმისი ერეკლე II-ის გამოსახულებით.

1. ხელოსნურ ნაწარმზე აღბეჭდილი ხელოსნის, სახელოსნოს მფლობელის ან ხელისუფლების წარმომადგენლის ნიშანი. ძვ. საბერძნეთში განსაკუთრებული ტვიფრით გამოწვამდე იდამღებოდა კერამ. ნაწარმი: კრამიტი, პითოსები და ამფორები. დ. ადასტურებდა, რომ ნაწარმი შეესაბამებოდა სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტს. ძვ. რომში იდამღებოდა კრამიტი, აგური, იშვიათად ამფორები და მაღალხარისხოვანი წითელლაკიანი კერამიკა. საქართველოში გათხრების დროს აღმოჩენილია ძვ. საბერძნ. სხვადასხვა ცენტრის (სინოპი, როდოსი და სხვ.) დამღიანი ამფორები და კრამიტი (ვანი, ფიჭვნარი, სოხუმი და სხვ.), აგრეთვე რომაული ლეგიონების დამღიანი აგური (ციხისძირი, ბიჭვინთა).

კერამ. ნაწარმზე გამოწვამდე დატანილი სხვადასხვა სახის ნიშნები საქართველოში გაჩნდა ანტ. ხანიდან. ასეთი ნიშნები აღმოჩენილია ძვ. წ. IV–III სს. კოლხურ ქვევრებზე (დაბლაგომი), ელინისტურ და გვიანდ. ანტ. ხანის კრამიტზე (ვანი, სამადლო, მცხე- თა და სხვ.). ცალკეულ შემთხვევებში გვხვდება ბერძნულწარწერიანი ტვიფრით აღბეჭდილი დებიც. ცნობილია ქ. დიოსკურიის დამღიანი ამფორა (ძვ. წ. II ს.) და ელინისტური ხანის სამეფო სახელოსნოს დამღიანი კრამიტი (ვანი). კრამიტის დადამღვა ფარ- თოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეებშიც. დ-ებზე, ჩვეულებრივ, დაქარაგმებული ასომთავრული წარწერებია. დამღიანი თიხის ჭურჭელი საქართველოში იშვია- თია. შუა საუკუნეებში შედარებით ხშირად იდამღებოდა ქვევრები. ეს წესი შემორჩა ეთნოგრ. ყოფა- შიც. ლითონის ნაწარმის დადამ- ღვაც ძვ. დროიდანაა ცნობილი. ადრინდ. შუა საუკუნეებში ბიზანტიაში ლითონის სინჯის გარანტირების მიზნით იდამღებოდა ოქროსა და ვერცხლის ნივთები. XVIII ს. მიწურულსა და XIX ს. დასაწყისში თბილისში არსებობდა სამეფო კარის საწარმო სახელოსნო, რ-ის ნაწარმზე საგანგებო დ. იყო დაკრული. საქართვ. მუზეუმებში დიდი რაოდენობითაა დაცული XIX ს. და უფრო გვიანდ. დამღიანი ლითონის ნივთები: ვერცხლის სარტყლები და ჭურ- ჭელი, მოვერცხლილ-მოოქრული იარაღი (თოფები, ხმლები, სატევრები), რკინის ნამგლები, ცულები, წალდები, თოხები და სხვ. საქართველოში გავრცელებულ იარაღზე (თოფები, ხმლები) გვხვდება აგრეთვე სპარს., თურქ. და ევრ. დ-ებიც. სას.-სამ. იარაღს ჰქონდა მჭედლის გვარისა და სახელის ინიციალებიანი დ. ზოგიერთ მათგანზე გამოსახული იყო ცხოველის ან ფრინველის სხეულის ცალკეული ნაწილები (კურდღლის ფეხი და სხვ.), მზე და მთვარე. მჭედლის დ. თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

XIX ს-ში ხელოსნური ნაწარმის დ. ეკუთვნოდა თბილ. სადამღო პალატას და "საოქრომჭედლო სახელოსნოს". ვერცხლისა და ოქროს ნაკეთობებზე, ჩვეულებრივ, აღბეჭდილი იყო ორი დ.: ერთზე ლითონის სინჯი იყო აღნიშნული, მეორეზე კი – ოსტატის ან საამქროს ნიშანი. ზოგჯერ სინჯიც და ოსტატის ნიშანიც ერთ დ-ზე იყო. 1804–32 თბილისში არსებობდა ოფიც. სადამღო დაწესებულება. 1848–86 სადამღო საქმეს განაგებდა "თბილისის საოლქო სინჯის პალატა", 1886–96 – "თბილისის სინჯის პალატა", ხოლო 1899– 1917 – ამიერკავკ. საოლქო სამმართველო (იხ. აგრეთვე სინჯი ). ოფიც. დ-თან ერთად არსებობდა ცალკეულ ოსტატთა დ.

ლიტ. : ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, [ტ.] 3–4, თბ., 1962; Русское золотое и серебряное дело ХV–ХХ веков, М., 1967. გ.გაგოშიძე. გ.კიკნაძე. მ.მაკალათია.

2. მრგვალი ან ოთხკუთხა ფორმის პატარა ტვიფრი, რ-იც მონეტის რომელიმე მხარეს ისმება. ძვ. დროიდან დადამღვა სხვადასხვა მიზანს ემსახურებოდა: უცხო ფულის გადაქცევა სახელმწ. მონეტად, ლითონის ხარისხის გარანტირება, წინამორბედ მმართველ- თა ფულის გადაქცევა მოქმედ მონეტად და სხვ. საქართველოში მონეტების დადამღვის წესი გაჩნდა თამარ მეფის დროიდან (XII ს. ბოლო) და მოქმედებდა ლაშაგიორგისა და რუსუდანის მეფობის დროსაც (XIII ს. 30-იანი წწ.). შემდეგ კვლავ განახლდა XVIII ს. დასაწყისში.

ლიტ .: ა ბ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი თ., საქართველოს მუზეუმის ქართულ და ბიზანტიურ მონეტებზე მოთავსებული დამღები, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1961, ტ. 22 В; П а х о м о в Е. А., Монеты Грузии, Тб., 1970. ი.ჯალაღანია.

დამღა

იხ. სტ. თამღა.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დამღა&oldid=3867-დან“