დამწერლობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეტყველების ფიქსაცია გრაფიკულ ნიშანთა სისტემის საშუალებით. დ-ში გრაფ. ნიშნები მეტყველების ამა თუ იმ ელემენტის (მთელი გამონათქვამი, სიტყვა, მარცვალი, ბგერა) სიმბოლოებია. დ-ის ისტორიაში გამოყოფილია 5 ძირითადი საფეხური: 1. ხატოვანი ანუ პიქტოგრაფიული; 2. იდეოგრაფიული; 3. სიტყვიერმარცვლოვანი (ლოგოგრაფიულ სილაბური); 4. მარცვლოვანი (სილაბური); 5. ანბანური.

პ ი ქ ტ ო გ რ ა ფ ი ა – ხატოვანი დ. – აზრის ფიქსაციის უძველესი საშუალებაა, იგი გულისხმობს აზრის გადმოცემას ნახატების საშუალებით. პიქტოგრამა აღნიშნავს კონკრეტულ საგანს, ხოლო მათი ჯგუფი – გამონათქვამის ზოგად აზრს. სისტემაში არ აისახება ენის ბგერითი სახე. მას დ-ს პირობითად უწოდებენ. პიქტოგრაფიული დ-ის ნიმუშები ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში: მესოპოტამიაში, სამხრ.-დას. ევროპაში, ამერიკასა და ციმბირის მკვიდრ მოსახლეობაში. მას იყენებდნენ ცენტრ. აფრიკისა და ავსტრალიის თანამედროვე ტომებიც. ი დ ე ო გ რ ა ფ ი ა პიქტოგრაფიის მომდევნო საფეხურია. ამ სახის დ-ში ნიშანი (სახვითი ელემენტი) აღნიშნავს როგორც უშუალოდ საგანს, ასევე იდეებს. იდეოგრაფიულ დ-ში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გრაფ. სიმბოლოებიც. იდეოგრაფიული დ-ის ნიმუშები დადასტურებულია ძვ. შუმერში (ძვ. წ. III ათასწლ.), ამერ. ინდიელთა ტომებში.

ლ ო გ ო გ რ ა ფ ი უ ლ - ს ი ლ ა - ბ უ რ ი, ანუ სიტყვიერ-მარცვლოვანი დ. ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული სისტემა იყო. იგი ახლაც იხმარება ჩინეთში. მისი საფუძველია მრავალი მნიშვნელობის იდეოგრამა. სიტყვას უკავშირდება დეტერმინატივებითა და დამატებითი გრაფ. ნიშნებით, რებიც აღნიშნავენ ბგერით ერთეულებს. სიტყვასთან დაკავშირებულ იდეოგრაფიულ ნიშანს ლოგოგრამა ეწოდება. ლოგოგრაფიულ – სილაბურ დ-თაგან ცნობილია ძვ. ეგვიპტური (ძვ.წ. IV ათასწლ.), შუმერული (ძვ.წ. III ათასწლ.), პროტოელამური (ძვ.წ. III ათასწლ.), პროტოინდური (ძვ.წ. III ათასწლ.), ხეთური (ძვ.წ. II ათასწლ. შუა ხანებიდან).

ს ი ლ ა ბ უ რ ი, ანუ მ ა რ ც ვ ლ ო ვ ა ნ ი დ. ეწოდება ისეთ სისტემას, სადაც გრაფ. ნიშანი აღნიშნავს არა მთელ სიტყვას, არამედ ბგერით თანამიმდევრობას (მარცვალს). სილაბური დ. ორგვარი წარმოშობისაა. მათი ერთი ნაწილი ლოგოგრაფიულ-სილაბური სისტემის გამარტივების შედეგია, მეორე კი მიღებულია ე.წ. კონსონანტურ დ-ში გახმოვანების მეორეული სისტემის შემოტანით. სილაბური დ-ის სისტემები განსაკუთრებით გავრცელდა ინდოეთსა და სამხრ.-აღმ. აზიაში.

დ-ის ა ნ ბ ა ნ უ რ ი ს ი ს ტ ე მ ე ბ ი შეიცავს ბგერების (ფონემები, ალოფონები) აღმნიშვნელ ნიშნებს (ასოები). იგი სათავეს იღებს ძვ. სემიტური, ე. წ. კონსონანტური დ-იდან, რ-იც გავრცელებული იყო ძვ. წ. II ათასწლეულიდან ფინიკიაში, სირიასა და პალესტინაში. ფინიკიური დ-ის სათავეა ბიბლოსის სილაბური დ.; ფინიკიური დ. დაედო საფუძვლად წინააზიურსა (იხ. სტ. არამეული დამწერლობა ) და ბერძნ. დ-ებს (ძვ. წ. IX ს.). ბერძნ. დ-ში გამოიყოფა 2 შტო: დასავლური და აღმოსავლური. დასავლურბერძნულმა დასაბამი მისცა ეტრუსკულ, ლათინურსა და ძვ. გერმანულ რუნულს. ლათ. დ. საფუძვლად დაედო ევრ. ხალხთა დ-ებს. აღმოსავლურბერძნულიდან განვითარდა კლასიკური, მოგვიანებით კი – ბიზანტ. ბერძნული. ქართ. დ. წერის დამოუკიდებელი, ორიგინ. სისტემაა, რ-იც გადმოსცემს ქართ. მეტყველების ბგერით შემადგენლობას და ქმნის ეროვნ. ქართ. ენის წერილობითსა და ბეჭდვით ფორმას (იხ. სტ. ქართული დამწერლობა ).

ლიტ .: გ ა მ ყ რ ე ლ ი ძ ე თ., წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა, გამოც. მე-2, თბ., 1990; Д и р и н г е р Д., Алфавит, пер. с англ., М., 1963; И с т р и н В.А., Возникновение и развитие письма, М., 1965; Л о у к о т к а Ч., Развитие письма, пер.с чеш., М., 1950; G ე ლ ბ I.ჟ., A სტუდყ ოფ წრიტინგ, რევ.ედ., ჩჰი., 1963; ჟ ე ნ ს ე ნ H., Dიე შცჰრიფტ ინ Vერგანგენჰეიტ უნდ Gეგენწარტ, 3. Aუფლ., B., 1969. ვ.ახვლედიანი.