დანამა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული ხალხური სიმღერა, ქალაქური მუს. ფოლკლორის დასავლური შტოს ერთ-ერთი ტიპური ნიმუში. გავრცელებული იყო ძვ. თბილისში. სრულდებოდა სამ ხმაში. მუს. ენა მაჟორულ-მინორული ჰარმონიის საფუძველზეა აგებული. XX ს. 20–30-იან წლებში კვლავ დიდი პოპულარობა მოიპოვა და დამკვიდრდა როგორც ყოფაში, ისე ესტრადაზე (სახელწ. "ჟუჟუნა წვიმა"). ჩაწერილი აქვს დ. არაყიშვილს კრებულში "ერთხმიანი და გუნდური ქალაქური სიმღერა", 1946 (რუს. ენაზე).

ლიტ. : ქალაქური ქართული ხალხური სიმღერა, შემდგ. ა. მშველიძე, თბ., 1970. ი.ჟორდანია.