დანამასტაკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Pistacia lentiscus), მარადმწვანე ორსახლიანი პატარა ხე ან ბუჩქი თუთუბოსებრთა ოჯახისა. აქვს ორმაგფრთართული ფოთლები და მტევნებად შეკრებილი ყვავილები. გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის მშრალსა და ქვიან ფერდობებზე, მაკვის- ში. საქართველოში ბუნებრივად არ იზრდება. მოშენებულია და კარგად ხარობს თბილისის, ბათუმის და სოხუმის ბოტან. ბაღებში. ნაყოფისაგან ხდიან ზეთს, რ-საც იყენებენ საკვებად და ტექნიკაში.