დანაშაული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება (საქართვ. სისხლის სამართ. კოდ., მ. 7). დ-ის პ ი რ ვ ე ლ ი ნიშანია ისეთი ქმედება, რ- იც სისხლის სამართ. კანონით დანაშაულად იყო გამოცხადებული, ვიდრე მას ადამიანი ჩაიდენდა. დ-ის მ ე ო რ ე ნიშანია მართლწინააღმდეგობა. დ-ად გამოცხადებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ზოგჯერ შეიძლება ისეთ ვითარებაში იყოს ჩადენილი, რ-იც მის მართლწინააღმდეგობას გამორიცხავს (მაგ., აუცილებელი მოგერიება, უკიდურესი აუცილებლობა). დ-ის მ ე ს ა მ ე ნიშანია ბრალი, რ-იც გულისხმობს ადამიანის გაკიცხვას ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო, მაგრამ კანონით აღწერილი ზოგიერთი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მართლწინააღმდეგობის მსგავსად, გამორიცხავს ბრალს, ე. ი. გაკიცხვის შესაძლებლობას. ასეთია მაგ., შეურაცხაობა ასაკისა თუ ფსიქიკური დაავადების გამო (საქართვ. სისხლის სამართ. კოდ., მმ. 33, 34). დ. იყოფა სამ კატეგორიად: 1. ნ ა კ ლ ე ბ ა დ მ ძ ი მ ე დ. ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დ., რისთვისაც კოდექსით დაწესებული სასჯელი არ აღემატება 5 წლით თავისუფლების აღკვეთას. 2. მ ძ ი მ ე დ. – ისეთი განზრახი დანაშაული, რისთვისაც კოდექსით დაწესებული სასჯელი არ აღემატება 10 წლით თავისუფლების აღკვეთას; აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რისთვისაც დაწესებულია 5 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. 3. გ ა ნ ს ა - კ უ თ რ ე ბ ი თ მ ძ ი მ ე დ. – ისეთი განზრახი დ., რისთვისაც დაწესებულია 10 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა (საქართვ. სისხლის სამართ. კოდ., მ. 12). ძვ. ქართ. სამართალში დანაშაულებრივ ქმედებას სხვადასხვა ტერმინით გამოხატავდნენ. ნებადართული მოქმედების საზღვრის დარღვევა კანონისა თუ წესის "გარდასვლად" და "გარდაHდომად" იყო მიჩნეული. თვით საქციელს, რ-იც კანონ-წესების "გარდალახვას" წარმოადგენდა, ზოგადად "გარდამავლობითი მოქმედება" ერქვა. დ-ის მნიშვნელობით დიდი ხნის განმავლობაში იხმარებოდა "ბრალი", "შეცოდება" და "ცოდვა", რ-ებიც დანაშაულებრივ ქმედებას უფრო ზნეობრივ- სარწმუნოებრივი თვალსაზრისით ახასიათებდა. საკუთრივ ტერმ. "დ." XVII– XVIII სს-ში დამკვიდრდა. ს.- ს. ორბელიანის განმარტებით, "დ." არის "შეცოდება, ესე იგი... შავად ქმნა საქმისა". იმ უკანონო საქციელის გამოსახატავად, რ-იც უმოქმედობას მოყვებოდა, მიღებული იყო "უდებებაΩ", უგულებელყოფაΩ საქმისაQ" და "მიშვება". დადგენილი წესრიგის დამრღვევს ერქვა კანონისა და წესების "გარდამავალი". დამნაშავის აღსანიშნავად იხმარებოდა "შეცოდებული", "ბოროტის მოქმედი" და "ძUრისმოქმედი".

დ-ის სირთულესა და მრავალსახეობაზე ჯერ კიდევ ექვთიმე მთაწმიდელი მიუთითებდა (მცირე სჯულისკანონი, ე. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1972, გვ. 82). დანაშაულებრივ ქმედებათა კლასიფიკაციის აღმნიშვნელი ტერმინი იყო "განყოფილებაQ ბრალთაQ". ქართ. იურიდ. მწერლობას შეთვისებული ჰქონდა დანაშაულობათა სამ ჯგუფად დანაწილების ჩანასახოვანი სისტემა. ცალკეული ჯგუფებისათვის განსაკუთრებული ტერმინი არ არსებობდა. ჯგუფებად დანაწილება ემყარებოდა ბრალეულობის შედარებით სიმძიმე-სიმსუბუქეს. ექვთიმე მთაწმიდელის დებულებანი ისეთ რთულ და მძიმე დ-ზე, როგორიცაა მკვლელობა, მიჩნეულია ზოგად მოძღვრებად არა მარტო საკუთრივ ამ ბოროტმოქმედების, არამედ საერთოდ დანაშაულებრივი ქმედების შესახებ.

ლიტ .: ა ბ უ ლ ა ძ ე ი., ძველი ქართული ენის ლექსიკონი (მასალები), თბ., 1973; გ ა მ ყ რ ე ლ ი ძ ე ო., სისხლისსამართლებრივი უმართლობის პრობლემა და თანამონაწილეობის დასჯადობის საფუძველი, თბ., 1989; წ ე რ ე თ ე ლ ი თ., ტ ყ ე შ ე ლ ი ა ძ ე გ., მოძღვრება დანაშაულზე, [ტ.]1, თბ., 1969; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7). ო.გამყრელიძე. ი.ფუტკარაძე.